in

ნაიკის ანტირასისტული რეკლამა „ადიდასმა“ გააზიარა

ნაიკისა და ადიდასის რეკლამა

ნაიკის ანტირასისტული რეკლამა „ადიდასმა“ გააზიარა. Don’t do it – ეს არის რეკლამის მთავარი სლოგანი. ვიდეო საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

ის „ტვიტერზე“ „ნაიკის“ მთავარმა კონკურენტმა „ადიდასმა“ გააზიარა სათაურით: „მხოლოდ ერთად დგომით შევძლებთ წინსვლას. მხოლოდ ერთად დგომით შევძლებთ ცვლილებებს“.

იხილეთ „ნაიკის“ ანტირასისტული რეკლამა, რომელიც „ადიდასმა“ გააზიარა.

„ნაიკი“ თავის რეკლამაში ხაზს უსვამს, რომ რასიზმი რეალური პრობლემაა და ადამიანებს მოუწოდებს, ხმა აიმაღლონ რასიხმის წინააღმდეგ და ნუ იქნებიან ჩუმად.

„ამ ერთხელ მაინც, არ გააკეთო ეს. თავს არ მოაჩვენო, თითქოს ამერიკაში არ არის პრობლემა. არ შეაქციო ზურგი რასიზმს. არ დაუშვა, უდანაშაულო ადამიანები წავიდნენ ჩვენგან. ნუ იფიქრებ, თითქოს ეს შენზე არ ახდენს გავლენას. ნუ იქნები ჩუმად“.

„ნაიკის“ ახალი რეკლამა აშშ-ში შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას უკავშირდება.

ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა აშშ-ში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები გამოიწვია. 46 წლის აფროამერიკელი მოქალაქე მინეაპოლისში პოლიციელის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. ვიდეო, რომელშიც 44 წლის სამართალდამცველი დერეკ შოვინი კისრის არეში მუხლით აწვება ჯორჯ ფლოიდს მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა ნახა. პოლიციის ძალადობისა და რასიზმის საწინააღმდეგო აქციები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გაიმართა.

ჯორჯ ფლოიდი ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში დაიბადა. ის იმ უბანში გაიზარდა, რომელიც ფერადკანიანთა თემის ცენტრად მიიჩნევა და ქალაქის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ამავე უბანში გაიზარდა ცნობილი ამერიკელი მომღერალი ბიონსე. აქ მღეროდა კანადელი რეპერი დრეიკი და 1990-იან წლებში თავად ჯორჯ ფლოიდიც, რომელიც ერთ დროს ჰიპ-ჰოპ ჯგუფის წევრი გახლდათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ფეისბუქი სამთავრობო მედიასაშუალებებს ამხელს

ყველაზე ცუდი ლოგოები

ლოგოს შექმნის წარუმატებელი მცდელობები