in , , , ,

თეონა ბაღდავაძე – „სხვა გზა არ არის“

„სხვა გზა არ არის“ – წარმატებული მარკეტერები, დიზაინერები, სტარტაპერები და კრეატიული სფეროს წარმომადგენლები გვიყვებიან თავიანთი ცხოვრების ყველაზე რთული ეპიზოდის შესახებ, რომელიც წარმატებით გადალახეს და იმაზე უფრო ძლიერები და წარმატებულები გახდნენ, ვიდრე ამ რთულ ეპიზოდამდე იყვნენ. პროექტის მიზანია, მოტივაცია მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან კარიერაში რთულ პერიოდს.

პროექტის პირველი სტუმარია, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, თეონა ბაღდავაძე, რომელიც პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით გულწრფელ რჩევებს გვიზიარებს.

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთულმა გამოცდილებამ მასწავლა ის, რომ გაცილებით ძლიერი ვარ, ვიდრე ეს მეგონა. ალბათ, ეს იყო ყველაზე სასიამოვნო აღმოჩენა, რომლისთვისაც ნამდვილად ღირს, თუნდაც ისეთი რთული სიტუაციების გადალახვა, რომლის წარმოდგენაც კი არ გვინდა. 

თეონა ბაღდავაძე

იმედი, თუ დამიკარგავს… 

ვერ ვიტყვი, რომ ოდესმე იმედი დამიკარგავს, იმიტომ რომ პირველ რიგში მაქვს საკუთარი თავის იმედი. როდესაც შენი თავი გახლავს, ამ შემთხევაში შენს თავზე ხარ დამოკიდებული და იცი, რომ ხვალ უკეთესი დღე გათენდება, რადგან ამისთვის შენ ყველაფერს გააკეთებ. 

როგორ შევძელი დაბრკოლების გადალახვა…

დაბრკოლების გადალახვა პირველ რიგში, შევძელი ისე, რომ გავმიჯნე ემოციური ნაწილი რაციონალურისგან და ვეცადე მაქსიმალურად მშვიდად, ემოციების გარეშე მივდგომოდი გამოწვევას, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული და ყველას თავისი აზრი გააჩნდა. ეს იყო ყველაზე რთული ნაწილი, მაგრამ, როდესაც რაციონალურად დავალაგე ყველა ის მომენტი, რაც შეიძლებოდა ამ სირთულესთან ყოფილიყო დაკავშირებული, გაცილებით გამიმარტივდა საკუთარი თავის მართვა და იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვისთვისაც ეს ჩემი გამოწვევა იყო სეირი და არაფერი სხვა. 

რა არის მთავარი, წარმატების მისაღწევად?!

არ არსებობს ერთი გზა წარმატების მისაღწევად. წარმატების მიღწევისთვის აუცილებელი არის ის, რომ ყველამ ჩვენი გამოცდილება დავაგროვოთ და არ ვიაროთ გაკვალულ გზაზე. ეს არის ალბათ ყველაზე სასიამოვნო პროცესი და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც გადაწყვეტს, საკუთარი ცხოვრება მართოს თვითონ, გაცილებით უფრო საინტერესოდ იცხოვრებს, ვიდრე ის ადამიანები, ვისაც სჯერათ, რომ გარემოზე არიან დამოკიდებულები. 

წარმატების მისაღწევად ჩემთვის მთავარია რამდენიმე ფაქტორი: 
პირველი, ის რომ ადამიანი ყოველთვის ცდილობს საკუთარი ცხოვრების აზრი შექმნას. იპოვეთ ის, რისი კეთებაც ყველაზე მეტად გსიამოვნებთ. ეს არ არის მარტივი, თუმცა ძალიან დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ და პიროვნულად გაგზრდით. 
მეორე, არ შუეშინდეთ და არ იფიქროთ გარემო ფაქტორებზე, იმიტომ, რომ გარემო ყოველთვის რთული იქნება. ჩვენ კი მხოლოდ ერთი სიცოცხლე გვაქვს საკუთარი ოცნებების განსახორციელებლად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

როგორ მივიღოთ დაფინანსება უცხოური უნივერსიტეტისთვის

ვინ ქმნის საქართველოს პირველი არხის გრაფიკულ სტილს – ინტერვიუ დიზაინერ რუსკა რობიტაშვილთან