„თიბისი ბანკი“ საკუთარ თანამშრომლებს სტარტაპ-დეკრეტით სარგებლობის საშუალებას უკვე მეორედ აძლევს.
რას გულისხმობს სტარტაპ-დეკრეტი
პროექტის მიხედვით, „თიბისის“ თანამშრომლებს საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ ექვსთვიანი ანაზღაურებადი დეკრეტით, რისი საშუალებითაც საკუთარი ბიზნესიდეის რეალობად ქცევას შეძლებენ. გარდა ამისა, ჩაერთვებიან პროგრამა „სტარტაპერში“ და არაფინანსური თუ ფინანსური სერვისებით სარგებლობას განსაკუთრებული პირობებითა და შეღავათებით შეძლებენ.
შერჩევის პროცედურა
სტარტაპ-დეკრეტის პროექტის მიხედვით, „თიბისის“ თანამშრომლები მოამზადებენ ბიზნესიდეას და წარუდგენენ სპეციალურ ჟიურის, რომელიც საუკეთესო იდეის ავტორებს გამოავლენს. მთავარი მოთხოვნაა, რომ წარდგენილი ბიზნესიდეა იყოს ტექნოლოგიებთან და ინოვაციებთან კავშირში.
როდის შეიქმნა სტარტაპ-დეკრეტი
პროექტი 2019 წელს შეიქმნა და მისი მიზანია, როგორც თანამშრომლების, ისე სტარტაპერების მხარდაჭერა.სტარტაპ-დეკრეტის პირველი სამი გამარჯვებული უკვე გამოვლინდა. ერთმა მათგანმა კუთვნილი დეკრეტით ისარგებლა და საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს.
სტარტაპ-დეკრეტის მომდევნო გამარჯვებულების ვინაობა სექტემბერში გახდება ცნობილი. პროექტში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო.
Loading…