in , ,

მეცნიერებმა ხელოვნური თვალი შექმნეს

ხელოვნური თვალი ბიოლოგიურის სტრუქტურით

ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებელი გახადა, რომ ბიონიკის, კონცეფცია რეალობა გახდეს. ამის ერთ-ერთი მაგალითია 3D პრინტერით შექმნილი პროთეზები. ახლა კი წარმოგიდენთ ხელოვნურ თვალს, რომელსაც შეუძლია დაინახოს ისე, როგორც ბუნებრივმა თვალმა.

წლების განმავლობაში ტექნოლოგიები ეხმარებოდნენ ადამიანებს, რომლებსაც ბუნებრივ ფუნქციებზე პრობლემა ექმნებოდათ. მაგალითად, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ხელოვნური კიდურები აქვთ.

ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ იქმნება ხელოვნური თვალი, რომლის საშუალებითაც ადამიანი ისე დაინახავს, როგორც ბუნებრივი თვალით. ამ მოწყობილობის დანიშნულება უსინათლოთა დახმარებაა. ამ მოტივით, მისი ვიზუალი  ნამდვილი თვალის მსგავსია.

ხელოვნური თვალი ჰონგ-კონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მკვლევრებმა  შექმნეს.  ის სფერული ვიზუალური სენსორია, რომელსაც შეუძლია ისეთი ფორმების იდენტიფიცირება, როგორიცაა ტექსტი. როგორც უკვე ვახსენეთ, თვალის ვიზუალი ნამდვილისგან არაფრით განსხვავდება, მისი შიდა ნაწილი კი ნამდვილი ტექნოლოგიაა.

მას გააჩნია ობიექტივი ფოკუსირებისთვის. ფენა, რომელიც ზუსტად იმ ფუნქციას ასრულებს, რომელსაც თვალის ბადურა. ხელოვნური თვალის დიამეტრი  2 სანტიმეტრია. თვალის თეთრი გარსი ალუმინისგანაა დამზადებული. და ბოლოს, ფოტორეცეპტორული უჯრედები და კონუსები ჩანაცვლებულია ნანოკაბელებით, რომლებიც შექმნილია პეროვსკიტისგან –  ფოტომგრძნობიარე ნივთიერებისგან. ამ ნივთიერების საშუალებით, ხელოვნური თვალი სინათლის ელექტრო იმპულსებს ნერვულ დაბოლოებებს გადასცემს.

კვლევაში, რომელიც ჟურნალმა Nature-ში გამოაქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ხელოვნურმა თვალმა ასოების E, Y და I აღქმა მოახერხა; ეს ასოები მკვლევრებმა ხელოვნური თვალის წინ განალაგეს. შედეგის სანახავად, ხელოვნური ნერვული დაბოლოებები კომპიუტერზე იყო შეერთებული.

ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. თვალის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭიროა კვების დიდი ენერგია, თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პეროვსკიტს იგივე ეფექტი აქვს, რაც მზის პანელებს ენერგიის გამოსამუშავებლად.

გარდა ამისა, საჭიროა სურათის გარჩევადობის გაუმჯობესება რაც ამ ეტაპზე მობილური ტელეფონის კამერის ეკვივალენტურია.


მასალა მოამზადა გიორგი კუსიანმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

#სტარტაპი „ალკომეტრი“, ანუ სვი ჭაჭა მეტრობით

ლაშა ბაკურაძე – „სხვა გზა არ არის“