თუ თქვენი ინვესტიციების მენეჯმენტი გჭირდებათ ან კარგ საგადასახადო და იურიდიულ კონსულტანტს ეძებთ, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ IBCCS Georgia-ს. კომპანია 2018 წელს დაარსდა და მას შემდეგ დიდი წარმატებით მუშაობს. რაც მთავარია, დაფუძნებულია ევროპულ გამოცდილებაზე და დამფუძნებლები ცდილობენ, ბიზნესმენებისთვის მაღალი ხარისხის საბუღალტრო და იურიდიული საკონსულტაციო სერვისი საქართველოშიც დანერგონ.
კომპანიის გეგმებზე Venue.-ს IBCCS Georgia-ს დამფუძნებელი და რეგიონული მენეჯერი ირაკლი არჯევანიძე ესაუბრა.
რა არის თქვენი სტარტაპი და როდის დაიწყო მუშაობა?
ჩვენი მომსახურება არის, ევროპული გამოცდილებით, საბუღალტრო და იურიდიული საკონსულტაციო მომსახურების საქართველოში შემოტანა და დამკვიდრება. ახლა ვმუშაობთ ამ მომსახურებების ავტომატიზაციაზე. კომპანია შეიქმნა 2018 წელს.
როგორ მიხვედით ამ სტარტაპის იდეამდე?
პირადი გამოცდილებით – როცა არ არსებობს ადეკვატური ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და არ არსებობს მარტივი და ხელმისაწვდომი ექსპერტიზა საერთაშორისო სტრუქტურებისთვის.
რა პრინციპით შეარჩიეთ სახელი?
სახელი IBCCS Georgia შედგება კონცეფციის ინიციალებისგან, რომელიც რომელიც მისტიკურად (და ჩემი აზრით ცუდადაც) ჟღერს, თუმცა თავისი ღირებულება უკვე შექმნა.
რამდენი ადამიანი მუშაობს ამ პროექტზე?
პროექტზე ხუთი ადამიანი მუშაობს.
რა სირთულეები შეგხვდათ სტარტაპზე მუშაობის პერიოდში?
აღქმა და ბიზნესის მიდგომები, გარდა ამისა – ცნობადობის ამაღლება.
ვინ არის თქვენი მთავარი კონკურენტი?
ნებისმიერი საბუღალტრო და იურიდიული კომპანია და ასევე ადამიანები, რომლებიც საჯარო რეესტრის შესასვლელთან დგანან და ხელზე ყიდიან სერვისებს.
რით არის თქვენი სტარტაპი გამორჩეული? რა არის ის ნიშა, რაც პროექტის ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს?
თითოეულ კლიენტის ინდივიდუალურად ვუდგებით, რაც ჩვენს სლოგანშიც ავსახეთ (Tailor made business solutions).
რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ სტარტაპი წარმატებული გახდეს?
მუშაობა, მუშაობა, მუშაობა და კიდევ მუშაობა, მუდმივი განვითარება და ადაპტაცია გარემოსა და ბაზარზე.
როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტაპის დაწყების დროს: იდეა, ადამიანური რესურსი თუ დაფინანსება?
ყველაფერი ერთად და თითოეული ცალ-ცალკე, თუმცა ცალსახად იდეა არის ზეპრიორიტეტული და რწმენა, რომ ეს იდეა არის სწორი.
დაფინანსება მოიპოვეთ თუ საკუთარი ხარჯებით დაიწყეთ საქმიანობა?
საქმიანობა საკუთარი ფინანსებით დავიწყეთ.
აპირებთ თუ არა ბიზნესის გაფართოებას?
რა თქმა უნდა, მუდმივად ზრდაზე ვართ ორიენტირებული, უკვე გვაქვს ოფისები კვიპროსში, პოლონეთში ესტონეთსა და ბრიტანეთში.
რა გჭირდებათ იმისთვის, რომ ბიზნესი გააფართოვოთ?
მეტი ბრუნვა და გამოცდილება, შესაბამისი სამუშაო ძალა და მონდომება.
თქვენი გეგმა რა არის მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში?
მოკლევადიანი – პოსტკრიზისული პრობლემების დაძლევა, გრძელვადიანი – პირველი საერთაშორისო ბიზნესსაკონსულტაციო, რაც შეიძლება, რომ გაგახსენდეს.
რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთი იდეის სტარტაპადგადაქცევას?
თუ ეს არის ჰობი, დაივიწყეთ და აკეთეთ სხვა საქმე ან იყავით დასაქმებული სადმე. თუ საქმე დაიწყეთ, მაშინ არ არსებობს სხვა პარალელური საქმე, რომელიც შეიძლება, რომ აკეთოთ.
Loading…