in ,

როგორ დავუმალოთ შეყვარებულს Messenger-ში სხვებთან მიმოწერა – აპლიკაციის ახალი ფუნქცია

ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი Facebook-ი, რომელიც მომხმარებლების პირადი მონაცემების დაცვაზე ყოველთვის ზრუნავს, Messenger-ს ახალ ფუნქციას ამატებს, რომლის მეშვეობით მომხმარებელი საკუთარ მიმოწერას განსაკუთრებულად გააკონტროლებს. ასე რომ, სმარტფონი თამამად შეგიძლიათ ათხოვოთ ახლობელ ადამიანს. App Lock-ის მეშვეობით ისინი თქვენს მიმოწერას ვერ ნახავენ.  

„რაც Messenger-ში ხდება, Messenger-ში რჩება. დღეს ჩვენ ახალი ფუნქცია გვაქვს, როგორიცაა შენი აპის ბლოკირება“ – იუწყება Facebook-ის აპლიკაცია  Messenger-ი.

როგორ მუშაობს App Lock-ი?

ახალი დაცვის საშუალება ზუსტად ისეთივეა, როგორიც ჩვენს სმარტფონებს აქვს. ანუ, Messenger-ი მარტფონების მსგავსად გვთავაზობს თითის ანაბეჭით ან სახის ამომცნობით აპლიკაციის დაბლოკვას. მიმოწერა დაბლოკილი იქნება იქამდე, ვიდრე  მესაკუთრე მის განბლოკვას არ გადაწყვეტს.

გასააქტიურებლად საჭიროა:

  • მენიუში შესვლა (პროფილის ფოტოზე თითის დაჭერით)
  • Privacy-ში შესვლა
  • შესვლა App lock-ში
  • Request Face ID-ის (ან Touch ID) ფუნქციის გააქტიურება
  • შეარჩიეთ ფუნქცია  რა დროის შემდეგ გააქტიურდეს (მაგალითად,  Messenger-იდან გასვლისთანავე, გასვლიდან 1 წუთში, 15 წუთში ან ერთი საათის შემდეგ)

მზად არის. 🙂

ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია iOS-ის მომხმარებლებისთვის. ის მალე Android-ზეც გამოვა.

მასალა მოამზადა გიორგი კუსიანმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Sous le Ciel de Paris – ანი ბალასანიას #ამბავი

#ლიდერიქალები ინტერვიუ რეჟისორ ბასა ფოცხიშვილთან