სტარტაპი „ჩვენი სოფლიდან“ ქართულ ბაზარზე აგვისტოს თვეში გამოჩნდა, მას შემდეგ ბრენდი კრეატიული მეთოდებით ცდილობს თავის დამკვიდრებას. მუშაობის პრინციპი მარტივია – ნატურალური სოფლის პროდუქტი და მომხმარებელთან კომუნიკაციის განსხვავებული ფორმა ბრენდის მთავარ ხაზს ქმნის.
გუნდი მეგობრებისგან შედგება, ისინი ერთობლივი ძალებით ცდილობენ ტრადიციული ბაზარი თანამედროვე კომუნიკაციის ფორმებით ჩაანაცვლონ და სწორედ ამიტომაც, მომხმარებლებს 24-საათიან მიწოდების სერვისს სთავაზობენ.
ინტერვიუ “ჩვენი სოფლიდან” დამფუძნებელ, კახა გაგოშიძესთან.
Პირველი ლოქდაუნის დროს სამსახური დავკარკე და სერიოზულად დავიწყე ამ იდეაზე ფიქრი.Სოფელი და მცირე მეურნობა რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, სოფელ ქედისუბანში მაქვს და სეზონურად ბოლო წლების განმავლობაში, იქ ვსაქმიანობდი. საკუთარი შრომით, პირველი მოსავალის მიღების შემდეგ, სურვილი გამიჩნდა, უფრო მეტი გამეკეთებინა და გამეგო ნატურალური სოფლის პროდუქტების შესახებ. Ჩემს სოფელში, გლეხებისგან მივიღე პირველი გამოცდილება, მერე სურვილი გამიჩნდა, რომ ჩემი დიზაინით, კონცეფციით მაღაზია გამეხსნა. Რეალურად, მუშაობა პანდემიის პირველი ტალღის დროს დავიწყე, მეგობრებთან ერთად ყველა გეგმა და ბაზრის კვლევა პირველი ლოქდაუნის დროს გავაკეთე, ნამდვილად დიდი მეგობრული სტარტაპი გამოვიდა.
“ჩვენი სოფლიდან” – დამფუძნებელი, კახა გაგოშიძე
კახა, რა პრინციპით შეარჩიეთ სახელი?
Პრინციპი მარტივი იყო, მომხარებელს ნადვილად “ჩემი სოფლიდან” ვთავაზობთ პროდუქციას: რაჭულ თაფლს, ლორს, ხვანჭკარას და ბოსტნეულს, მინდოდა, ეს იდეა სახელშიც ასახულიყო. Რაჭას და რაჭველ გლეხსებს კარგად ვიცნობ, მათ ვინც ამ პროდუქციას ამზადებს და მათი ნაშრომი კი, ჩვენს დახლზე ხვდება
რამდენი ადამიანი მუშაობს ამ პროექტზე?
სტარტაპის Იდეა ჩემს მეგობრებს გავაცანი და დაახლოებით სამ თვეში მაღაზია უკვე გახნისთვის მზად იყო. Ფუნქციები გადავინაწილეთ დისტრიბუციის, მაღაზიის დიზაინის, კონცეფციისა და მარკეტინგული გეგმის ჩამოყალიბებისთვის. Თავად მოვძებნეთ ფართი, მეგობრებთან ერთად გავარემონტე, შევარჩიეთ დასაწყისთვის საჭირო ინვენტარი. Ძირითადად ხუთი ადამიანი ვმუშაობდით, რეკომენდაციებისთვის მხარდამჭერების მთელი არმია გვყავდა ჩართული საქმეში.
რა სირთულეები შეგხვდათ სტარტაპზე მუშაობის პერიოდში?
Რემონტის ტრადიცულ სირთულეებთან ერთად, რთული დისტრიბუციის ქსელის აგება იყო. Პროდუქცია ძირითადად დასაველთ საქართველოდან მომაქვს, რაჭის გარდა, იმერეთში ვეძებდი გლეხებს, ვისაც საკუთარი ხელით ნატურალური პროდუქტი მოჰყავთ.
ვინ არის თქვენი მთავარი კონკურენტი?
ჩვენი Კონკურენტები არიან ყველა მსგავისი ტიპის მაღაზია და ასევე, ტრადიციული ბაზრებიც. Მათ მუშაობის გაცილებით დიდი გამოცდილება აქვთ, რაც ბიზნეში უმიშვნელოვანესია.
რით არის თქვენი სტარტაპი გამორჩეული? რა არის ის ნიშა, რაც პროექტის ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს?
Სოფლის, ნატურალური პროდუქტის შეძენა დედაქალაქში დიდ პრობელმას წარმოადგენას. მეც და ჩემს ირგვლივ მყოფებსაც სულ ეს პრობელმა გვქონდა. ამ Საერთო პრობლემამ გაგვაერთიანა, ჩვენი ნიშა და გათვლა ამ საქმეში ხარისხია. მომხმარებლისთვის Მცირე, ხარისხიანი და სეზონური პროდუქციის მიწოდება მირჩევნია, მინდა, დარწმუნებულები იყვნენ, რომ ნამდვილად “ჩემი სოფლიდან” მომაქვს ყველა პროდუქტი და ადგილობრივ გლეხებსაც რეალიზაციაში ვეხმარებით. Პანდემიის დროს და 24-საათინია მიწოდების სერვისი ავამოქმედეთ, ეს ჩვენი ნიშაა და მომხარებელს ყველა სახის ბარიერი მოვუხსნათ.
რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ სტარტაპი წარმატებული გახდეს?
ბრენდინგი, ხარისხი და მოთმინება – ვფიქრობ, ამ სამი ერთნაირად მნიშვნელოვანი ცნების გარეშე წარმატებას ვერ მივაღწევთ. პირველივე დღიდან დავიწყეთ ჩვენი პროდუქციის ბრენდინგი, გავაკეთეთ გვერდები სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმაზე , სადაც სისტემატიურად ვაქვეყნებთ ჩვენი პროდუქციის ფოტოებსა და პოსტებს.
ხარისხი, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენთან შეძენილი პროდუქციის შემდეგ, ჩვენი კლიენტი მაღაზიაში უკან ისევ დაბრუნდეს. ამიტომ აქცენტს სერვისა და პროდუქციის ხარისხზე ერთნაირად ვაკეთებთ.
უკვე მეხუთე თვეა ბაზარზე “ჩვენი სოფლიდან” არსებობს, დასაწყისი ყოველთვის რთულია, თუმცა , ვაპირებთ, რომ არ გავჩერდეთ.
როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტაპის დაწყების დროს: იდეა, ადამიანური რესურსი თუ დაფინანსება?
Სამივე ერთნაირად მნიშვნელოვანია. Უამრავი გამოწვევის მიუხედავად, უნდა გჯეროდეს, რასაც აკეთებ სწორია. Ადამიანური რესურსებითა და მცირე ფინანსური თანადგომით რეალურად ,ეს შევძელით.
დაფინანსება მოიპოვეთ თუ საკუთარი ხარჯებით დაიწყეთ საქმიანობა?
Საქმიანობა მეგობრების საერთო ფინანსური ძალისხმევით დავიწყეთ.
აპირებთ თუ არა ბიზნესის გაფართოებას?
Რა თქმა უნდა, მიზანი ჩვენი ბიზნესის საკუთარი ნატურალური პროდუქტების მეურეობის შექმნაა დასავლეთ საქართველოში, რეალიზაციის გაფართოებისთვის. Პანდემიამ ახალი გამოწვევევის წინაშე დაგვაყენა და ონალინ გაყიდვების აწყობას ვცდილობთ. Მალე მთელი ქალაქის მასშტაბით მივაწვდით პროდუქციას მომხამარებელს.
რა გჭირდებათ იმისთვის, რომ ბიზნესი გააფართოვოთ?
გამოცდილება და მომხმარებლის ნდობა, რაც წლებთან ერთად უნდა მოვიდეს.
რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთი იდეის სტარტაპად გადაქცევას?
იდეის განხორციელებისთვის შემოვიკრიბეთ მხარდამჭერთა გუნდი, რჩევისთვის, დამხარებისთვის, გაძლიერებისთვის. მარცხი და სირთულე ბევრი იქნება, მთავარია მომხმარებელთან სწორი გზებითა და პატივისცემით იურთიერთო.
Loading…