Netflix-ი საკუთარ პლატფორმაზე შემთხვევითობის რეჟიმს ამატებს, რომელიც მომხმარებელს საკუთარ პროდუქტს ავტომატურად შესთავაზებს. ფუნქცია მთელ მსოფლიოში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩაირთვება.
ახალი ფუნქცია გულისხმობს შემთხვევით დაკვრის ღილაკს, რომელსაც კომპანია უკვე ცდის ზოგიერთ ქვეყანაში. ღილაკი საწყის გვერდზე, პროფილის ქვეშ მდებარეობს. მასზე დაჭერისას, მომხმარებელი ფილმს, სერიალს ან დოკუმენტურ ფილმს, პლატფორმის ალგორითმის არჩევით ნახავს.
გარდა ამისა, Netflix-მა განაცხადა, რომ 2020 წლის ბოლო კვარტალში მისი გამომწერების რაოდენობა, 36,5 მილიონით გაიზარდა და ამჟამად 203,6 მილიონ გამომწერს აღწევს.
Loading…