in

10 ფილმი, რომელიც ენ ჰეთეუეის შეგაყვარებთ

ამერიკელი მსახიობი ენ ჰეთეუეი ერთ-ერთი გამორჩეული ოსკაროსანი არტისტია მთელ ჰოლივუდში.

გვჯერა, რომ მისი მონაწილეობით ერთი ფილმი მაინც გაქვთ ნანახი, თუმცა ამ სტატიაში 10 გამორჩეულ ფილმზე მოგითხრობთ, რომლითაც ენ ჰეთეუეი ნამდვილად შეგიყვარდებათ.

1. პრინცესას დღიურები (1,2)

15 წლის მია სან-ფრანცისკოში ჩვეულებრივი ამერიკული ცხოვრებით ცხოვრობს. მამის გარდაცვალების შემდეგ გოგონა შეიტყობს, რომ მისი მამა ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის პრინცი იყო, ის კი სამოფო ტახტის ერთადერთი მემკვიდრეა. ახლა მია ნამდვილი პრინცესა უნდა გახდეს, ისწავლოს ეტიკეტი და სამეფო მანერები.

2. ეშმაკი ატარებს პრადას

ფილმი ახალგაზრდა ჟურნალისტის შესახებაა, რომელიც ნიუ-იორკში, მოდის ინდუსტრიაში სამუშაოდ გადადის. მისი ძალზე მომთხოვნი და მკაცრი ბოსი, აიძულებს მას მაღალი კლასის ელეგანტური ჟურნალის იმიჯს მოერგოს, გოგონას კი უბრალოდ სურს კარგი ჟურნალისტი გახდეს.

3. გახდე ჯეინი

ფილმში წარმოდგენილია ჯეინ ოსტინის ბიოგრაფიული პორტრეტი და მისი რომანი ახალგაზრდა ირლანდიელთან.

4. რეიჩელი ქორწინდება

ყოფილი ფოტომოდელი კიმი ბოლო ათი წლის განმავლობაში ხშირად ხვდება სარეაბილიტაციო კლინიკაში. რვა თვის მკურნალობის შემდეგ ის გადაწყვეტს, ცხოვრება შეცვალოს და თავის დის – რეიჩელის ქორწილში მიდის, რათა ოჯახთან ურთიერთობა აღადგინოს და სულიერი სიმშვიდე მოიპოვოს.

5. სტაჟიორი

ახალი პროგრამის ფარგლებში წარმატებული მოდის ვებგვერდის დამფუძნებელი სტაჟიორად იღებს ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომელიც უკვე 70 წლისაა.

6. ჯადოქრები

ეს ფილმი ერთი ახალგაზრდა ობოლი ბიჭის შესახებაა, რომელიც 1967 წლის მიწურულს საყვარელ ბებიასთან გადადის საცხოვრებლად ალაბამას პატარა ქალაქ დემოპოლისში. ბებია და შვილიშვილი მომხიბვლელ, მაგრამ ბოროტ ჯადოქრებს გადაეყრებიან და ჭკვიანი ბებია ბიჭს ერთ მდიდრულ ზღვისპირა კურორტზე გააპარებს, რათა მათ აარიდოს. სამწუხაროდ, ისე მოხდება, რომ ზუსტად იმ დროს ჩავლენ კურორტზე, როდესაც მსოფლიოს უდიდესი ჯადოქარი გულითად მეგობრებს შეკრებს მთელი მსოფლიოდან, თავისი საზარელი გეგმის განსახორციელებლად.

7. ერთი დღე

ფილმი რომანტიკული კომედიაა დექსტერისა და ემას ურთიერთობის შესახებ, რომლებიც ერთმანეთს პირველად 1998 წელს ბანკეტზე შეხვდნენ. ფილმი მოგვითხოვს იმაზე, თუ რას აკეთებენ ყოველი წლის 15 ივლისს.

8. სიყვარული და სხვა წამლები

მეგი, მომხიბვლელი თავისუფალი სული, რომელიც არავის და არაფერს აძლევს უფლებას დაიმორჩილოს იგი, თავის გულისსწორს ჯეიმის შეხვდება. ულმობელი და გაუსაძლისი მომხიბვლელობა ჯეიმის ეხმარება, როგორც ქალებთან ურთიერთობაში, ასევე ფარმაცევტული გაყიდვების დაუნდობელ სამყაროში. მეგი და ჯეიმი გაოცებულები რჩებიან, როცა აღმოაჩენენ, რომ უძლიერესი ნარკოტიკის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან, და ამას სიყვარული ჰქვია.

9. ვარსკვლავთშორისი

კოსმონავტების ჯგუფი გამოუცნობი სამყაროს გამოსაკვლევად მიემართება და თავისი ხომალდით დედამიწასთან ახლოს მდებარე შავ ხვრელში შეფრინდებიან. ის მათ საშუალებას მისცემს, გადაადგილდნენ წარმოუდგენელ მანძილებზე…

10. საბრალონი 

მეცხრამეტე საუკუნე. ევროპა რევოლუციის პირას დგას. ჟან ვალჟანი – განდევნილი, რომელსაც პატიმრობა აქვს მისჯილი და იძულებულია, სასტიკ სამართალს დაემალოს. პარიზის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ჟავერი მის დაჭერას თავისი ცხოვრების მთავარ საქმედ თვლის. ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოების ეკრანიზაცია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

3D ტექნოლოგიით აშენებული სახლი $450k ღირს

Avon-ის ახალი საქველმოქმედო კამპანია, რომელიც 1 მილიონი ქალის ისტორიას შეინახავს