in

Bridgerton-მა Netflix-ზე ახალი რეკორდი დაამყარა

Netflix-ს ახალი მეგაჰიტი აქვს. Bridgerton-მა 28 დღეში 82 მილიონი ნახვა დააგროვა, რითაც The Witcher-ის რეკორდი (76 მილიონი) გააუმჯობესა. პლატფორმის 200 მილიონი მომხმარებლიდან სერიალს 40%-ზე მეტი უყურებს. შოუ ადაპტირებულია ჯულია ქუინის რომანების სერიიდან, რომელიც ბესტსელერია მსოფლიოს 83 ქვეყანაში. 

„ბრიჯერტონი“ უერთდება Netflix-ის ყველა დროის პოპულარული შოუების სიას, როგორებიცაა: „ლაზიერის გამბიტი“ და ტრილერი „ლუპინი“.

შოუს პროდიუსერი ყველასთვის ცნობილი შონდა რაიმსია. მისი შექმნილია ყველა დროის საუკეთესო სერიალები, როგორებიცაა: „გრეის ანატომია“, „სკანდალი“ და „როგორ ავიცილოთ სასჯელი მკვლელობის შემთხვევაში“.

მასალა მოამზადა ფატი გუგბერიძემ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Audioscape – სივრცე, რომელიც მონატრებული ხმების გაცოცხლებაზე ზრუნავს

ტელეკომპანია „იმედი“ იყიდება