in

SOLOS — ახალი ვარსკვლავური სამეცნიერო ფანტასტიკა

Amazon Studios-მა ახალი ვარსკვლავური სერიალის Solos პოსტერი და პირველი ფოტოები გამოაქვეყნა. ცნობილია პრემიერის თარიღიც. სერიალის შემქნელი დევიდ ვეილია. მთავარ როლებში ნამდვილი ვარსკვლავები ითამაშებენ: ენ ჰეტევეი, ჰელენ მირენი, მორგან ფრიმენი, უზო ადუბა, ენტონი მაკი, კონსტანს ვუ, დენ სტივენსი და ნიკოლ ბეჰარი.

შეიძლება დაგაინტერესოს: 2021 წლის საუკეთესო სატელევიზიო შოუები, რომლებიც არ უნდა გამოგვრჩეს

სერიალი სამეცნიერო ფანტასტიკაა. მისი სიღრმისეული სიუჟეტი მოგვითხრობს იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი. ამტკიცებს, რომ ადამიანები ერთმანეთთან საკუთარი გამოცდილებით არიან დაკავშირებული. წინა პლანზე ნაჩვენები იქნება ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტები, ჭკვიანი სახლის მაქინაციები, მეხსიერების არალეგალურად გადანერგვა და სხვა მრავალი. მთავარი გმირები კი დროში იმოგზაურებენ.  

სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი „გრეის 50 ელფერის“ რეჟსორი, სემ ტეილორ-ჯონსონი იქნება.

შვიდი ეპიზოდისგან შემდგარი ანთოლოგიის პრემიერა 21 მაისს შედგება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Facebook-ი Clubhouse-ის მსგავს ლაივ აუდიოოთახს ქმნის

ემოციები და კადრს მიღმა ამბები – სალიოს ექვსეული „ვოისიდან“