in

სერიალ „მეამბოხე სულების“ ქართულად გახმოვანება დაიწყეს

არგენტინული სერიალი „მეამბოხე სულები“ („Rebelde Way“) მილენიალების ბავშვობის ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებაა. სერიალი 2002-2003 წლებში რუსთავი2-ის ეთერში გადიოდა და თინეიჯერების აბსოლუტური უმრავლესობის ყურადღებაც არ აკლდა.

აღწერა

სერიალი გვიყვება ისტორიას ერთი ელიტარული კოლეჯის შესახებ, სადაც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული შეხედულებებისა და წარმომავლობის თინეიჯერები სწავლობენ. მათი მრავალფეროვანი ცხოვრება, სასიყვარულო თავგადასავლებითა და წინააღმდეგობებით არის სავსე. მაგრამ მათთვის ყველაფერზე მაღლა მაინც მეგობრობა დგას.

მიას, მარისას, პაბლოსა და მანუელის ამბის ქართულად გახმოვანება ვებ.გვერდმა Qartulad.ge-მ ითავა.

როგორც გვერდის წარმადგენლები გვატყობინებენ, სერიები ნელ-ნელა დაემატება. პირველი ეპიზოდის ხილვა კი უკვე შეგიძლიათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

#ქვიზი – აკმაყოფილებს თუ არა შენი CV თანამედროვე სტანდარტებს?

სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების დასაფინანსებლად – განაცხადების მიღება იწყება