in

ილონ მასკი Amazon-ს SpaceX-ის პროექტის შელახვის მცდელობაში ადანაშაულებს

ილონ მასკმა Amazon-ი მისი კოსმოსური კომპანიის, SpaceX-ის პროექტის შელახვაში დაადანაშაულა. 

ორივე კომპანია SpaceX და Amazon-ი სატელიტური პროექტების განხორციელებას ცდილობს. SpaceX-ის პროექტის სახელია Starlink, ხოლო ამაზონის პროექტის – Kuiper Systems.

მასკის კომპანია ცდილობს, ფედერალური კომუნიკაციების კომისია დაარწმუნოს, ნება დართოს, Starlink-ის სატელიტები იმაზე დაბალ სიმაღლეზე ჩამოიყვანოს, ვიდრე დაგეგმილი იყო. სხვა კომპანიებმა, მათ შორის „ამაზონმა“, ეს თხოვნა გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუშლის მათი სატელიტების გაშვებას.

„ფაქტები მარტივია“, განაცხადა Amazon-ის წარმომადგენელმა CNBC-ის ჟურნალისტთან ინტერვიუში.

„ჩვენ Kuiper Systems შევქმენით, რათა Starlink-ის პროექტთან ჩარევა თავიდან აგვეცილებინა, ახლა კი SpaceX აცხადებს, რომ სისტემის დიზაინის შეცვლა სურთ.. .აშკარაა, რომ ეს ცვლილებები​ SpaceX-ის ინტერესებს უფრო ეხება, ვიდრე მომხმარებლის“.

დღესდღეობით SpaceX-ს კოსმოსში 1000-ზე მეტი თანამგზავრი ჰყავს გაშვებული და გასულ კვირას მსოფლიო რეკორდი მოხსნა 143 თანამგზავრის ერთად გაშვებით. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში კი, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, მომხმარებლებმა უკვე დაიწყეს ახალი ინტერნეტის გამოყენება.

რაც შეეხება Kuiper Systems, ის ჯერ კიდევ გეგმავს 3 236 თანამგზავრის გაშვებას. SpaceX კი სამომავლოდ 42 000 სატელიტის გაშვებას აპირებს.

​ილონ მასკსა და ჯეფ ბეზოსს შორის განხეთქილება ადრეც მომხდარა, უფრო კონკრეტულად კი მაშინ, როდესაც მასკმა Kuiper Systems გააკრიტიკა და ბეზოსს „მიმბაძველი უწოდა“.

მასალა მოამზადა ფატი გუგბერიძემ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

კოვიდვაქცინირებულ პირებს საქარველოში შემოსვლა უპირობოდ შეეძლებათ

სტალინის შვილიშვილი გოგონას პანკ-როკ სტილი