in

კინოფესტივალი მხოლოდ ერთი ადამიანისთვის

ლიზა ენროთი, რომელიც პანდემიის დროს COVID-19-ით დაავადებულთა პალატებში მუშაობდა, ცნობილი კონკურსის გამარჯვებული გახდა. ის ერთი კვირის განმავლობაში შვედეთის სანაპიროზე, შუქურაში, „გოტებორგის ფესტივალის“ ფარგლებში, 60 რჩეულ ფილმს მარტო ნახავს.

სკანდინავიის უდიდესი კინოფესტივალის კონკურსში მონაწილეობის სურვილი 12 000 ადამიანმა გამოთქვა და ჟიურიმ აპლიკაციები მსოფლიოს 45 ქვეყნიდან მიიღო.

ამჟამად კუნძულზე მხოლოდ ერთი ადამიანია, რომელსაც სანაპიროზე უსაფრთხოების დაცვა ევალება.

ლიზა ერთი კვირის განმავლობაში ტელეფონის, კომპიუტერისა და წიგნების გარეშე იცხოვრებს. ფილმების სანახავად და ვიდეოდღიურის გადასაღებად კუნძულზე მხოლოდ ერთი ტაბლეტის წაღების უფლება ექნება.

ენროთმა თქვა, რომ ის მოუთმენლად ელოდება კუნძულზე გამგზავრებას და ამბობს, რომ მზად არის „სულ სხვანაირი რეალობის ნაწილი გახდეს“.

ფესტივალის დამფუძნებლების განცხადებით, მათ ათასობით აპლიკაცია მიიღეს, თუმცა არჩევანი მედდაზე შეაჩრეს, რადგან ლიზა ენროთი კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზეა. ​ ​

მასალა მოამზადა ფატი გუგბერიძემ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ქალის ემოციური წერილი, რომელმაც მეზობლის ყვავილები მოიპარა

როგორ დავიცვათ თავი კოვიდისგან ვაქცინაციამდე