in

ათთვიანი კომიდან გამოსულმა თინეიჯერმა პანდემიის შესახებ არაფერი იცის

19 წლის ბრიტანელი თინეიჯერი ჯოზეფ ფლავილი ათთვიანი კომიდან გამოვიდა და პანდემიის შესახებ არაფერი იცის, გარდა იმისა, რომ დაავადება ორჯერ აქვს გადატანილი.

ჯოზეფს 2020 წლის 1 მარტს მანქანა დაეჯახა, ჯერ კიდევ 3 კვირით ადრე ინგლისში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე.

ფლავილმა უბედური შემთხვევიდან გამოჯანმრთელების პროცესში ორჯერ გადაიტანა კოვიდ ინფექცია და ორჯერვე წარმატებით დაძლია ვირუსი.

სალი ფლავილი, ჯოზეფის მამიდა, აღნიშნავს, რომ ოჯახმა არ იცის, როგორ უთხრან სიმართლე კომიდან გამოსულ თინეიჯერს, რადგან წარმოდგენა არ აქვთ, შეძლებს თუ არა ჯოზეფი ყოველივეს აღქმას.

„ჯოზეფის მოგზაურობის“ კამპანიის ფარგლებში ოჯახმა 30 ათასი ფუნტ სტერლინგი მოიზიდა ბიჭის გრძელვადიანი გამოჯანმრთელების უზრუნველსაყოფად.

ფლავილს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი სრულ გამოჯანმრთელებამდე, თუმცა მისი მდგომარეობა დამაიმედებელია და გამოჯანმრთელების პროცესიც ნელი ნაბიჯებით წინ მიიწევს.  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ევან რეიჩეილ ვუდი მერილინ მენსონს ძალადობაში ადანაშაულებს

ჯეფ ბეზოსი Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ტოვებს