ქართულმა ფილმმა სახელწოდებით „დასაწყისი“ (დეა კულუმბეგაშვილის რეჟისორობით) საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმის წოდება ტრიესტის საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო. წლევანდელ ფესტივალზე 50-მდე მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმი იყო წარდგენილი.
დაჯილდოების ცერემონიალი ონლაინ რეჟიმში წარიმართა:
ცენარის ავტორები თავად დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი არიან. მთავარ როლებს კი ია სუხიტაშვილი, რატი ონელი, კახა კინწურაშვილი და საბა გოგიჩაიშვილი ასრულებენ. გადაღებები კახეთში მიმდინარეობდა.
ფილმი 2020 წლის კანის საერთაშორისო ფესტივაზე მოხვდა, შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სან სებასტიანის კინოფესტივალზე თითქმის ყველა მნიშვნელოვან ნომინაციაში გაიმარჯვა, ახლა კი საქართველოს სახელით „ოსკარის“ ნომინაციისთვის იბრძვის.
Loading…