ძაღლების მოყვარულებისთვის კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებს ძალიან კარგი სიახლე აქვთ. მათ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ძაღლის გაწვრთნის სისტემა შეიმუშავეს.
უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს კომპიუტერული სისტემა Nvidia Jetson Nano, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზეა დამყარებული. ამ სისტემას აქვს როგორც აპარატული, ისე – პროგრამული მხარდაჭერა.
ის მუშაობას იწყებს ძაღლის ადგილზე ყოფნის დადასტურებით; გასცემს ბრძანებას, როგორებიცაა “დაწექი!”, “დადექი!” ან “დაჯექი!”; მოწყობილობა ძაღლის რეაქციას კამერის მეშვეობით აფიქსირებს; რის შემდეგაც AI სისტემა ერთმანეთს ადარებს ძაღლის არსებულ მგომარეობას ბრძანების შემდეგ შესრულებულ რეაქციებთან და ადგენს, შეასრულა თუ არა დავალება. თუკი პასუხი დადებითია, მაშინ ძაღლი ჯილდოვდება.
ტესტირებამ სისტემის 92%-იანი სიზუსტით განსაზღვრა.
წყარო: https://techxplore.com
Loading…