in ,

Google Autodraw თქვენს უხეშ მონახაზს მშვენიერ სიმბოლოდ უფასოდ აქცევს

google autodraw

Autodraw Google-ის უახლესი, ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული ექსპერიმენტია, რომელიც ხატვის ვებინსტრუმენტს წარმოადგენს.

Autodraw თქვენს ყველაზე უხეშ ‘დაჩხაპნილსაც’ კი ლამაზ, სიმეტრიულ სიმბოლოდ აქცევს, რომლის ჩამოტვირთვაც უფასოდ შეგიძლიათ.

ხატვის ინსტრუმენტი მუშაობს ლეპტოპზე, სმარტფონსა და ტაბლეტზე. მონახაზის ამოსაცნობად ის ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, რომელიც თქვენი მონახაზის ჩასანაცვლებლად, უფრო დახვეწილ სიმბოლოს გთავაზობთ.

Autodraw  ხელით ხატვის საშუალებასაც იძლევა. აპლიკაციის მიერ ალტერნატიული გამოსახულების შემოთავაზების გარეშე.

როგორც ყველა სხვა ძირითადი ხატვის აპლიკაციები, Autodraw-ც საგნების შევსებას, გაფერადებას, ზომის შეცვლას, ტექსტის დამატებასა და სხვა მრავალ ფუნქციას გთავაზობთ.

წყარო: digitalsynopsis.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
გიორგი ურუშაძის ბლოგი

რედაქტორის ბლოგი: არ მოგატყუებთ, თქვენს ეკრანებზე შემოჭრას ვაპირებთ

რუსი მეცნიერები პრეისტორიულ ცხოველურ ვირუსებს სწავლობენ