ადამიანებს, რომელთაც გულის გადანერგვა სჭირდებათ, დიდი ხნის განმავლობაში უწევთ დონორის მსურველთა რიგში დგომა. ზოგჯერ ავადმყოფთა ნაწილი მომლოდინეთა რიგს სახლში უცდის, თუმცა გადაუდებელ შემთხვევათა რიცხვიც აღურაცხელია.
მეცნიერები ხელოვნური გულის შესაქმენლად აქტიურად მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკომისიამ ხელოვნური გული გასაყიდად უკვე დაამტკიცა. ხელოვნური ორგანო Carmat-მა, ფრანგულმა კომპანიამ, შექმნა. გულის უკმარისობის ბოლო სტადიაზე მყოფ ადამიანებს დონორის მოლოდინი საავადმყოფოებში აღარ მოუწევთ.
როგორ იმუშავებს ხელოვნური გული
ხელოვნური გული სამი ნაწილისგან შედგება: იმპლანტირებადი პროთეზი, გარე აპარატურული სისტემა და კონტროლერი.
მოწყობილობა გარე ტექნიკურ სისტემას უკავშირდება, რომელიც 5 კილოგრამს იწონის, მისი ტარება ჩანთითაც შესაძლებელია.
სისტემაში ელემენტზეა, რომელიც ოთხი საათის განმავლობაში ძლებს. ეს ბევრი ნამდვილად არ არის, თუმცა საავადმყოფოში ყოფნასა და მოლოდინს ნამდვილად სჯობს.
კონტროლერი კი ექიმების მეთვალყურეობის საშუალებას იძლევა.
Carmat მსოფლიოში მეორე კომპანიაა, რომელიც ხელოვნური გულის წარმოებას დაიწყებს. პირველი ასეთი კომპანია კი Syncardia იყო. თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, Carmat-ის პროდუქტს რამდენიმე უპირატესობა აქვს. ის მოიცავს ისეთ ბიოლოგიურ მასალებს, რომლითაც სისხლის გამათხელებლის აქტიურად მიღება პაციენტს აღარ დასჭირდება.
კომპანია პროდუქტს 2021 წლის მეორე ნახევრიდან გაყიდის. საწყის ეტაპზე კი საფრანგეთსა და გერმანიაში გაიყიდება და ეტაპობრივად მოიცავს სხვა ქვეყნებსაც.
ხელოვნური გულის საფასური შესაძლოა 180 000 დოლარს აღემატებოდეს, ამიტომ კომპანიამ სახელმწიფოებთან და სადაზღვეო კომპანიებთან უნდა ითანამშრომლოს.
წყარო: carmatsa.com
Loading…