თურქეთში სწავლით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის „თურქეთის სტიპენდიები“ გამოცხადდა. მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, მოიპოვოს დაფინანსება როგორც საბაკალავრო, ასევე, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.
Türkiye Scholarships-ი არის სამთავრობო სტიპენდია, რომელიც გამორჩეულ სტუდენტებსა და მკვლევარებს სრულად აფინანსებს. სტიპენდიაში შედის ფინანსური მხარდაჭერა, სწავლის გადასახადის დაფინანსება, საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ჯანმრთელობის დაზღვევა, ასევე – უნივერსიტეტის ყველა მომსახურებაზე წვდომა.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2021 წლის 20 თებერვალი.
საკონკურსო კრიტერიუმების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
Loading…