in ,

ხელოვნურ ინტელექტს გადაშენების პირას მყოფი სპილოების მოძებნა შეუძლია

უკეთესი თანამგზავრისა და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, კოსმოსიდან სპილოების პოვნა და დანახვა შესაძლებელი ხდება.

მკვლევრებს ახლაც შეუძლიათ თვალყური ადევნონ გარეულ ცხოველებს თვითმფრინავებისა და დრონების დახმარებით. თუმცა ახალი ტექნიკა მთელ მსოფლიოში გადაშენების პირას მყოფის სახეობების დაკვირვების შესაძლებლობასაც იძლევა.

ეს წამოწყება ოქსფორდის, ბაზისა და ტვენტის უნივერსიტეტების მეცნიერთა კოლაბორაციაა, რომელიც აფრიკაში გადაშენების პირას მყოფი სპილოების მონიტორინგს ისახავს მიზნად.

1979 წელს აფრიკაში დაახლოებით 1,3 მილიონი სპილო ბინადრობდა. თუმცა ათწლეულიანი ბრაკონიერობისა და ბუნებრივი ჰაბიტატის დაკარგვის შემდეგ მხოლოდ 415,000 აფრიკული სპილოა გადარჩენილი.

წყარო: Freethink.com

მოამზადა ლიკა ერისთავმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

მსოფლიოს გიგანტური აკუმულატორი ავსტრალიაში შენდება

უნივერსიტეტები, რომლებიც IELTS-ის გამოცდის ჩაბარებას არ ითხოვენ