in ,

თუ ძილის წინ ფილმების ყურება გიყვარს, Netflix-ს შენთვის ახალი ფუნქცია აქვს

ეჭვგარეშეა, რომ Netflix-ის მომხმარებელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება და ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სტრიმიგ სერვისია. მათ ახლახან მომხმარებლებს ახალი საიტის ახალი ფუნქცია შესთავაზეს, რათა აღარასდროს გამოგვრჩეს ჩვენთვის საყვარელი სერიალის რომელიმე სერია.

Timer-ის ფუქცია მათთვისაა, ვისაც ძილის წინ უყვარს ფილმებისა და სერიალების ყურება. ეს ფუნქცია მომხარებელს საშუალებას აძლევს, აირჩიოს სასურველი დრო მისთვის საყვარელი შოუს საყურებლად, რათა ჩაძინების შემთხვევაში საინტერესო კადრები არ გამორჩეს. 

ფუნქცია საშუალებას გვაძლევს, ტაიმერზე დავაყენოთ 15, 20 ან 45 წუთი და სერია ან ფილმი ამავე დროის შემდეგ დაპაუზდება. ამას გარდა, შეგვეძლება, ავირჩიოთ „დაასრულე შოუ“ და სერიალის მომდევნო ეპიზოდი ავტომატურად არ დაიწყება.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ტაიმერის სატესტო ვერსიის გამოყენება ჯერჯერობით მხოლოდ Android-ის მომხმარებლებს შეუძლიათ და ცნობილი არ არის, როდის იქნება Netflix-ის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი.

წყარო: dailymail.co.uk

მოამზადა ფატი გუგბერიძემ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

„ტერმინალმა“ EuroAsian Startup Awards-ის ჯილდო მოიპოვა

თეკო მამალაძე – „სხვა გზა არ არის“