in

„ალტერსოქსი“ ექსპორტზე ავსტრალიაში გავიდა

ქართული წარმოების წინდები „ალტერსოქსი“ ავსტრალიაში გაიყიდება.

„ალტერსოქსის“ წინდები ავსტრალიაში ექსპორტზე პირველად გავგზავნეთ. აქამდე რამდენიმე პირადი ამანათი გვქონდა გაგზავნილი, მაგრამ ამ რაოდენობით პირველად გავიდა. ჩვენი პარტნიორები ავსტრალიაში სხვადასხვა დასახელების ქართული პროდუქტის რეალიზაციას ახდენენ და შესაბამისად, იცნობენ ბაზარს, ამიტომ იმის მოლოდინი, რომ ქართულ წინდაზე მოთხოვნა იქნება – გვაქვს. ძირითადად, ქართული თემატიკის წინდები გავაგზავნეთ და ვიცით, რომ ჩვენი პროდუქტი ონლაინ, მაღაზიასა და რესტორანში გამოყოფილ სპეციალურ კუთხეში გაიყიდება“, – ამბობს „ალტერსოქსის“ ერთ-ერთი დამაარსებელი რევაზ ბესელაშვილი.

მისივე ინფორმაციით, დღეისთვის წინდები 15-მდე ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში, ამერიკაში, ინგლისში, ბელარუსში და სხვა ბაზარზე გადის და ამ მიმართულებით პარტნიორთა რაოდენობა ფართოვდება და ახალ ბაზრებსაც ითვისებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

#ქვიზი – როგორი სოცმედია მენეჯერი ხარ? – „საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ“

Pornhub-ზე „მემე ვალუტა“ DOGE-ით გადახდა უკვე შესაძლებელია