in

სოციალური ქსელები თინეიჯერებს ფსიქოლოგიურ პრობლემებს უქმნის – კვლევის შედეგები

გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის საგანმანათლებლო პოლიტიკის ინსტიტუტმა და The Prince’s Trust-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც საუბარია სოციალური მედიის გამოყენების ნეგატიურ ეფექტზე, რაც გულისხმობს, თინეიჯერებში, განსაკუთრებით კი გოგონებში, თვითშეფასების დავარდნას. ეს კვლევა ფართოდ გაშუქდა მედიის მიერ და არაერთი სტატია გამოქვეყნდა საგანგაშო სათაურით, თუ როგორ უშლის ხელს სოციალური მედიის გამოყენება მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობას. 

„სოციალური მედიის გამოყენება ფართოდ არის გავრცელებული და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეებიც ხშირია. აქედან გამომდინარე, მარტივად შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეს საკითხები ერთმანეთს პირდაპირ უკავშირდება“ – აცხადებს დამ ტილ ვაიკსი, კლინიკური ფსიქოლოგიის პროფესორი და ლონდონის ქინგ კოლეჯის ფსიქოლოგიის დირექტორი. 

BBC-ის ერთ-ერთმა რადიო შოუმ სახელწოდებით Woman’s Hour ჩაატარა კვლევა, სადაც საუბარი იყო მოზარდ გოგონებსა და სოციალურ მედიაზე. შოუში მიწვეული იყო ავტორი მეთ ჰაიგი, რომელსაც არაერთი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

„მე შემიძლია ბევრი ვისაუბრო გოგონებზე, მათ შორის ჩემს საკუთარ ნათესავებზე, რომელთაც არაერთხელ უთქვამს ჩემთვის, რომ ფსიქოლოგიურ პრობლემებს პირველად 12, 13 ან 14 წლის ასაკში გადააწყდნენ. ჩემი აზრით, ეს პრობლემები სოციალური მედიის განვითარებას უკავშირდება“. 

ფსიქოლოგების აზრით, მნიშვნელოვანია მშობლებსა და მათ შვილებს შორის არსებობდეს ღია კომუნიკაცია, რათა მათ დროულად შენიშნონ ცვლილებები ქცევასა და ხასიათში და ყურადღება შვილების მიერ სოციალურ ქსელებში გატარებულ დროს მიაქციონ. 

წყარო: cnet.com

მასალა მოამზადა ფატი გუგბერიძემ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ევროპაში ვაქცინის პასპორტები გამოჩნდა, რომელიც შეზღუდვებისგან გვათავისუფლებს – რა უნდა ვიცოდეთ

Pinterest-ის შემოსავლები დღესასწაულებისა და პანდემიის დამსახურებით საგრძნობლად გაიზარდა