in

ევროპაში ვაქცინის პასპორტები გამოჩნდა, რომელიც შეზღუდვებისგან გვათავისუფლებს – რა უნდა ვიცოდეთ

დღითიდღე ნათელია, რომ საერთაშორისო ფრენებისა და ტურისტების შეუფერხებელი გადაადგილებისთვის ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი აუცილებლობას წარმოადგენს. ამაზე ევროპის რამდენიმე ქვეყნის გამოცდილებაც მეტყველებს.

გაერთიანებული სამეფო სერტიფიკაციის სისტემას ამზადებს, რომლის მეშვეობითაც Covid19-ზე ინგლისის აცრილ მოქალაქეებს უკვე ზაფხულში თავისუფლად შეეძლებათ ფრენა. ინფორმაციას ამის შესახებ London Times today იუწყება.

ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჯერ კიდევ გასულ თვეში მხარი დაუჭირა ვაქცინაციის ევროკავშირის მიერ დადგენილი სერტიფიკატის შექმნას. ლაიენის თანახმად, ასეთი სერტიფიკატი „სამედიცინო მოთხოვნა“ უნდა გახდეს.

რა არის ვაქცინის პასპორტი?

ეს არის ციფრული პასპორტი, რომელიც იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ვაქცინის ორი დოზა მიიღეს, შეზღუდვებისგან ათავისუფლებს.

ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა უკვე ძალიან მალე გასცემს კორონავირუსის წინააღმდეგ აცრის დამადასტურებელ სერტიფიკატებს.

21 იანვარს ისლანდია გახდა ევროპის პირველი ქვეყანა, რომელმაც მსგავსი სერტიფიკატები გასცა იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც ვაქცინის ორი დოზა მიიღეს.

მიმდინარე კვირაში დანია და შვედეთი უერთდება ამ სიახლეს. ორივე ქვეყანა გამოუშვებს ციფრულ პასპორტს, რომელიც თავიანთ მოქალაქეებს არამხოლოდ მოგზაურობის, არამედ რესტორნებში ვახშმობისა და ხალხმრავალ შეკრებებზე დასწრების საშუალებას მისცემს.

ესპანეთი, პორტუგალიაცა და კვიპროსიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პასპორტებისადმი პოზიტიურად განწყობილნი არიან.  

წყარო: forbes.com

მოამზადა ლიკა ერისთავმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ახალი Rolls-Royce Phantom – მოციმციმე ბუმბულებითა და მარგალიტის საათით

სოციალური ქსელები თინეიჯერებს ფსიქოლოგიურ პრობლემებს უქმნის – კვლევის შედეგები