Facebook ვაქცინის თემაზე დეზინფორმაციას წაშლის. ამის შესახებ კომპანიამ მომხმარებლები ორშაბათს გააფრთხილა. Facebook ასევე წაშლის პოსტებს, რომლებშიც ვაქცინა აუტიზმს უკავშირდება.
ვაქცინაციის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში წარმოებულ პროპაგანდას Facebook სხვადასხვა ხერხით ებრძვის. ოქტომბერში ადამიანებსა და კომპანიებს ვაქცინებთან დაკავშირებით მცდარი რეკლამების შესყიდვა აუკრძალა. დეკემბერში კი მცდარი პოსტების წაშლის გადაწყვეტილება მიიღო.
სიახლე სოციალურ მედიაში ყველა სახის ვაქცინაზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას შეეხება.
Facebook-მა ასევე გადაწყვიტა 120 მილიონი დოლარის სარეკლამო კრედიტი გასცეს ჯანდაცვის სამინისტროებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გაეროს სააგენტოებზე. ამით კომპანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სანდო გავრცელებას უწყობს ხელს.
წყარო: nytimes.com
გაეცანით სხვა ამბებს ამავე კატეგორიიდან.
Loading…