in ,

რა დანიშნულება აქვს მინიატურულ კარს კაპიტოლიუმში

ტომი და ჯერი

იცოდით, რომ არსებობს მინიატურული კარები კაპიტოლიუმში? ალბათ იფიქრებთ, რომ არქიტექტორმა სახლობანას თამაში გადაწყვიტა, ან სულაც „ჯერის“ სახლია და ტომისგან თავის დასაცავად იყენებს?

მინიატურული კარები კაპიტოლიუმის შენობაში

რეალურად, მინიატურულ კარებს სხვა დანიშნულება აქვს. საქმე დიდი ხნის წინ მომხდარ ამბავს ეხება.

1851 წლის შობის ღამეს,  კაპიტოლიუმის შენობაში გაჩენილმა ხანძარმა, კონგრესის ბიბლიოთეკის 35 000 ცალი წიგნი შეიწირა.  ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, კაპიტოლიუმს ხანძრის ჩასაქრობი წყალგაყვანილობის სისტემა რომ ჰქონოდა. მოგვიანებით, ბიბლიოთეკა „ტომას ჯეფერსონის“ შენობაში გადავიდა.

ამ საშინელი გამოცდილების შემდეგ, ინჟინრებმა სახანძრო ონკანები მთელ შენობაში დააყენეს. მათ დასამალად შექმნეს მინიატურული კარები, როგორც კამუფლაჟი.  კარები სიმაღლეში სულ რაღაც 76 სანტიმეტრის არიან.

მინიატურული კარები კაპიტოლიუმის შენობაში

მას შემდეგ, კაპიტოლიუმში ხანძარსაწინააღმდეგო წყლის სისტემა შეიცვალა თანამედროვე სისტემით და მინიატურულ კარებს უკან მოქცეული ონკანები, უფუნქციოდ დარჩა. თუმცა, მინიატურული კარები კაპიტოლიუმში, შენობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
კატის მოვლაში რობოტი-კომპანიონი დაგეხმარებათ

კატის მოვლა რობოტი კომპანიონის დახმარებით

ღამის კლუბი ბასიანი

გადარჩება თუ არა ქართული საკლუბო სცენა – რა ჰქმნა პანდემიამ?!