in

კატის მოვლა რობოტი კომპანიონის დახმარებით

კატის მოვლაში რობოტი-კომპანიონი დაგეხმარებათ

თუკი სახლში კატა გყავთ, თუმცა, უმეტესწილად, დაკავებული ხართ და საყვარელ შინაურ ცხოველს საკმარის დროს ვერ უთმობთ, მაშინ ეს რობოტი თქვენი საუკეთსო დამხმარე იქნება. კატის მოვლა ასეთი იოლი არასდროს ყოფილა.

Ebo Catpal კატის კომპანიონი რობოტია, რომელიც თქვენს კატასთან ურთიერთობს და მასთან ერთად მხიარულობს. ეს კი თქვენს კატას ფიზიკურ და მენტალურ განვითარებაში ეხმარება.  

კატებს Ebo Catpal მისი მოძრაობებისა და თამაშის დროს გამოცემული რეალური ხმების გამო უყვართ. რობოტს ტრიალი და ცეკვა შეუძლია.

ამიტომ კატის მოვლა და პატრონობა შეუძლია თავის თავზე აიღოს.

ის ასევე ავტომატურად დგება დასატენად, როცა ამის დრო მოდის. შესაბამისად, შენ მასზე ცალკე მზრუნველობა აღარ გიწევს.

Ebo Wi-Fi-ის უკავშირდება, რაც კატის პატრონს საშუალებას აძლევს, საკუთარ კატას HD Video ფორმატში ადევნოს თვალი მობილური აპლიკაციის მეშვეობით.

წყარო: Futurism.com

ამავე თემაზე: ძაღლის გაწვრთნა უკვე ხელოვნური ინტელექტის დახმარებით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
ილონ მასკი Starlink-ის პრეზენტაციაზე

SpaceX-ი სატელიტური ინტერნეტის შეკვეთების მიღებას იწყებს

რა დანიშნულება აქვს მინიატურულ კარს კაპიტოლიუმში