in ,

ვაქცინების ვებსაიტი, რომელიც 50 დოლარი დაჯდა

TurboVax – ეს არის ვაქცინების ვებსაიტი, რომლის მეშვეობითაც ვაქცინაციისთვის შეხვედრების დანიშვნა გაცილებით მარტივი ხდება. სწორედ ამ სიმარტივით განსხვავდება ის აშშ-ის ოფიციალური სისტემებისგან.

ვებსაიტის შექმნის მთავარი მოტივაცია მოუწესრიგებელი და ქაოსური სისტემა გახდა, რომელიც ტექნიკურად რთული გამოსაყენებელი იყო. ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის ათობით ვებსაიტის შემოწმება ხდებოდა საჭირო. ქალაქისა და შტატის სისტემებიც სრულებით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

31 წლის Airbnb-ის ინჟინერ-პროგრამისტმა ჰუგ მამ ორ კვირაზე ნაკლებ დროში 50 დოლარად შექმნა ვაქცინების ვებსაიტი TurboVax.

საიტი არის უფასო, რომლსაც წვდომა აქვს სამი მთავარი შტატისა და ნიუ-იორკის ვაქცინების სისტემებთან.

ჰუგ მამ 50 დოლარად შექმნა ვაქცინების ვებსაიტი
ჰუგ მამ – ვებსაიტის ავტორი

„ეს ერთგვარი გამოწვევაა ჩემთვის, იმის დასამტკიცებლად, თუ რისი გაკეთება შეუძლია ერთ ადამიანს მცირე დროითა და მოტივაციით.”

განაცხადა Airbnb-ის ინჟინერ-პროგრამისტმა ჰუგ მა

წყარო: nytimes.com

ამავე თემაზე იხილეთ სხვა სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
ღამის კლუბი ბასიანი

გადარჩება თუ არა ქართული საკლუბო სცენა – რა ჰქმნა პანდემიამ?!

2000 სტიპენდია გერმანიაში სრული დაფინანსებით სწავლისთვის