in

ევროპის 10 ქვეყანა, სადაც საერთაშორისო სტუდენტებს უფასოდ სწავლა შეეძლებათ

თუკი საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრების სურვილი გაქვთ, გთავაზობთ ევროპის ქვეყნებისა და უნივერსიტეტების სიას, სადაც საერთაშორისო სტუდენტებს უფასოდ სწავლა შეეძლებათ.

ამ უნივერსიტეტების უმრავლესობა სრულ სტიპენდიებსაც გასცემს.

საერთაშორისო სტუდენტებს უფასო განათლებით ევროპის შემდეგი ქვეყნები უზრუნველყოფენ: ბელგია, ავსტრია, ფინეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, ნორვეგია, შვედეთი.

ნორვეგია

ნორვეგიის უნივერსიტეტები და სახელმწიფო უნივერსიტეტები საერთაშორისო სტუდენტებს სწავლის გადასახადისგან ათავისუფლებენ. თუმცა, სტუდენტს საცხოვრებლისა და ყოველდღიური ხარჯების დაფარვა უნდა შეეძლოს.

არსანიშნავია, რომ ნორვეგია სტიპენდიებს IELTS & TOEFL-ის სერტიფიკატების გარეშე გასცემს.

გთავაზობთ ნორვეგიის რამდენიმე უნივერსიტეტს, სადაც სწავლა უფასოა:

  • Aalesund University College
  • Oslo and Akershus University College of Applied Sciences
  • Buskerud University College
  • Bergen University College
  • BI Norwegian Business School
  • Finnmark University College
  • Gjøvik University College
  • Harstad University College
  • Hedmark University College
  • Lillehammer University College
  • MF Norwegian School of Theology
  • Molde University College – Specialized University in Logistics
  • Bergen Academy of Art & Design, Norway
  • Narvik University College
  • Nesna University College
  • NLA University College
  • Nord-Trøndelag University College
  • Norwegian Academy of Music

გერმანია

უფასო განათლებაზე საუბრისას, პირველი, ალბათ, ყველას გერმანია გვახსენდება. გერმანიის საჯარო უნივერსიტეტები საერთაშორისო სტუდენტებს სწავლის საფასურს არ სთხოვენ. მხოლოდ რამდენიმე კერძო უნივერსიტეტი აკისრებს სტუდენტებს ადმინისტრაციულ საფასურს 150-დან 250 დოლარამდე. ნორვეგიის მსაგავსად, არც გერმანია ითხოვს IELTS & TOEFL-ის სერტიფიკატებს.

გერმანიაში სასწავლებლად სტიპენდიების მოპოვების შესახებ, იხილეთ სტატია: 2000 სტიპენდია გერმანიაში სრული დაფინანსებით სწავლისთვის

ბელგია

ბელგიაში სწავლა სრულიად უფასო არ არის, თუმცა  საერთაშორისო სტუდენტებისთვის დაბალი გადასახადის მქონე უნივერსისტეტები ხელმისაწვდომია. ბელგია თავისი საერთაშორისო პოლიტიკით განთქმული ქვეყანაა.

სწავლის საფასური ბელგიაში 400-2000 დოლარამდე მერყეობს. თუმცა, აღსანიშნია, რომ სახელმწიფო კანონი ბელგიაში საერთაშორისო სტუდენტებს ხარჯების დაფარვისთის კვირაში თავისუფალ 20 საათს სთავაზობს.

შვედეთი

შვედეთის უნივერსიტეტები უმეტესად საჯაროა. ევროკავშირისა და შვეიცარიის მოქალაქეებისთვის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები უფასოა. სხვა საერთაშორისო სტუდენტებისთვის კი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლა უფასო არ არის.

სადოქტორო პროგრამა კი ბელგიაში ყველა სტუდენტს უფასოდ სწავლა შეეძლება.

გთავაზობთ რამდენიმე უნივერსიტეტს ბელგიაში, სადაც სადოქტორო პროგრამებს უფასოდ შეხვდებით:

  • University of Gothenburg
  • Jönköping University
  • Dalarna University
  • Luleå University of Technology

ავსტრია

სტუდენტებს, რომელებიც ევროპიდან არ არიან, ავსტრია სემესტრულად 500-დან 700 ევრომდე გადასახადს აკისრებს. ამიტომაც არის ავსტრია დაბალი სწავლის საფასურის მქონე ქვეყნების სიაშია.

თუკი განვითარებადი ქვეყნიდან ხარ, ავსტრიული უნივერსიტეტები სწავლის საფსურს არ მოგთხოვს, თუმცა ადმინისტრაციული სახდელის გადახდა მაინც მოგიწევს. ამ დროისთვის, ავსტრია უფასო ონლაინ სასერტიფიკატო კურსებს ატარებს.

ფინეთი

ევროპის სტუდენტებისთვის ფინეთში ყველა საფეხურზე უფასო განათლება არის შესაძლებელი. სხვა ქვეყნების სტუდენტებისთვის კი ინგლისურენოვანი პროგრამები ფასიანია.

საბერძნეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი

უმაღლესი განათლება საფრანგეთში, თითქმის, უფასოა, რამდენიმე საჯარო უნივერსიტეტის გარდა. ჩეხეთის რესპუბლიკაში კი ყველა ეროვნების სტუდენტისთვის უფასოა, მაგრამ ამისთის ადგილობრივი ენის ცოდნა არის საჭირო. საბერძნეთი საერთაშორისო სტუდენტებს სწავლის დაბალ საფასურს სთავაზობს.

ესპანეთი

ესპანეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის უმაღლესი განათლება უფასოა. საერთაშორისო სტუდენტებს კი სემესტრულად 2000-2500 დოლარის გადახდა მოუწევთ.

წყარო: opportunitydesk.info

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

საქართველოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში საფასურს TBC ბანკის ბარათით გადაიხდით

ვინ არიან ქართველი მეცნიერები, რომელთა გვარებსაც NASA ერთ კვირაში მარსზე ჩაიტანს