in

თუ ჯერ კიდევ არ იცით, სად ჩააბაროთ – რჩევები აბიტურიენტებისთვის

არჩევანი დიდია, წინ რთული გამოცდებია და შენ ჯერ კიდევ ვერ ხვდები, რომელი პროფესია შეგეფერება?! – შეიძლება უკვე იცი, თუმცა უნივერსიტეტი ვერა და ვერ აირჩიე. არა უშავს, ხშირად გამოსავლის პოვნა უფრო მარტივია, ვიდრე გვგონია.

​რას უნდა მიაქციო ყურადღება არჩევანის გაკეთების დროს?

– ვიცით, კარგი კითხვაა, თუმცა პასუხი არ არის ხოლმე მარტივი. პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა მოუსმინოთ და დაფიქრდეთ, რა გამოგდით კარგად, ან რა შეიძლება მომავალში გამოგივიდეთ. უნდა მიხვდეთ, რისი კეთება განიჭებთ სიამოვნებას. ხშირად მეგობრების, ოჯახების წევრების გავლენის ქვეშ ვექცევით და ისეთ პროფესიას ან უნივერსიტეტს ვირჩევთ, რომელიც ჩვენს რეალურ მიზნებთან ახლოს არ არის.

ზოგადად კარიერის დაგეგმვა არ არის ერთჯერადი პროცესი, ჩვენ ვირჩევთ პროფესიას და შემდგომ მთელი ჩვენი ცხოვრება დიდ დროს სამუშაო პროცესში ვატარებთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მიერ არჩეული პროფესია შეესაბამებოდეს ჩვენს პიროვნულ მახასიათებლებს – უნარებს, ინტერესებს, სურვილებს. არჩეულ პროფესიაში საკუთარი თავის რეალიზება უნდა მოვახდინოთ​.

​მოდით, ერთად გამოვყოთ რამდენიმე მთავარი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც პროფესიის შერჩევა შეგვიძლია:

– პირველ რიგში, ჩამოწერეთ თქვენი ინტერესის სფეროები და პროფესიები, რომელთაც თვლით, რომ ინტერესით შეძლებთ მათ ათვისებას.

– თითოეულ თქვენს მიერ ჩამოწერილ პროფესიაზე, გაიხედეთ შორს და წარმოიდგინეთ კურსის გავლის შემდეგ, თუ სად და როგორ დასაქმდებით, ასევე, პასუხი გაეცით შემდეგ კითხვებს:

– რა საგნების სწავლა მოგიწევთ ?

– განვითარების რა პერსპექტივები გაქვთ?

– შეძლებთ თუ არა მინიმუმ 4 წლის მანძილზე ამ პროფესიის დაუფლებას?

– ვის იცნობთ ამ პროფესიის ადამიანს?

– რატომ ეს პროფესია და არა სხვა ?

– რამ იმოქმედა თქვენზე, რომ ეს არჩევანი გააკეთეთ?

– რამდენად პრესტიჟულია და რამდენად მოთხოვნადია არჩეული პროფესია?

– უცხოეთში წასვლის შემთვევაში შეძლებთ თუ არა, იქაც თქვენი პროფესიით დასაქმებას?

– ეს ნამდვილად თქვენი არჩევანია თუ თავს მოგახვიეს?

– კონკრეტულად რასთან გექნებათ შეხება თქვენი პროფესიით მუშაობისას?

​ვიმედოვნებთ, კითხვებმა არ დაგაბნიათ და ზუსტად მიხვედით სასურველ პასუხებამდე. პასუხის პოვნის შემდეგ კი, მთავარია სწორ ადგილას მოხვდეთ.

​საქართველოში ბევრი უნივერსიტეტია, რომელიც საბაკალავრო საფეხურის პროგრამებს გვთავაზობს, თუმცა დღეს ჩვენ, რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით, საუკეთესო ვარიანტზე შევჩერდებით. ეს კი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი გახლავთ.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის არჩევის შემთხვევაში, თქვენ შემდეგი საბაკალავრო პროგრამების არჩევა შეგიძლიათ:

​სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები, მენეჯმენტი, მარკეტინგი), არქიტექტურა, ინგლისური ფილოლოგია, ფარმაცია, დიპლომირებული მედიკოსი.

როგორც ხედავთ, არჩევანში არ ხართ შეზღუდული. ახლა დროა, თქვენს პასუხებს დაუბრუნდეთ და უკვე შერჩეული პროფესიის დეტალებში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ოფიციალურ საიტზე გაერკვეთ.

ჩვენ კი, მეტი მოტივაციისთვის, იმ კრიტერიუმებს ჩამოგითვლით, რის მიხედვითაც, EEU ჩვენს რჩევებში მოხვდა.

რატომ EEU?!

  • თანამედროვე ევროპული სასწავლო პროგრამები
  • მაღალკვალიფიციური პროფესურა
  • ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობა გრენობლის და სანდერლენდის უნივერისტეტებთან
  • გაცვლითი პროგრამები ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან
  • ხელმისაწვდომი სწავლის საფასური
  • სტაჟირება პარტნიორ ორგანიზაციებში და დასაქმების ხელშეწყობა
  • სტიპენდიები
  • საინტერესო სტუდენტური ცხოვრება
  • საუკეთესო ინფრასტრუქტურა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

NUSAGI – ახალი ქართული აპლიკაცია, რომელიც კალორიებს დაგითვლით და წონის გაკონტროლებაში დაგეხმარებათ

საცურაო აუზები და სპორტ-კომპლექსები, რომლებიც უკვე გაიხსნა