in ,

19 სევდიანი ეპიზოდი ფილმებიდან, სადაც მოვლენები მოულოდნელი სცენარით განვითარდა

ხშირად, ფილმებში მოვლენები მოულოდნელად იქცევა სევდიან და ტრაგიკულ მომენტებად, რომლებიც მაყურებელზე დიდ შთავეჭდილებას ტოვებს.

წარმოგიდგენთ 19 ჰოლივუდურ ფილმს, რომელთა სცენების ნახვაც ცრემლის გარეშე, თითქმის, შეუძლებელია.

1. Avengers: Endgame

ტონის მიერ თავის შეწირვა სხვების გადასარჩენად და დაკარგული ადამიანების უკან დასაბრუნებლად. რასაც პიტერისა და პეპერის ცრემლით სავსე დამშვიდობება ახლავს.

2. A Star Is Born

ელის მიერ ჯექსონის დაუსრულებელი სიმღერის შესრულება მისი გარდაცვალების შემდეგ და გახსენება იმ სცენის, სადაც ჯექსონმა პირველად უმღერა ელის.

https://youtu.be/ho3yoTd6qk0

3. Remember Me

სასიყვარულო ისტორია, როცა საბოლოოდ იკვრებოდა, თუმცა მოულოდნელად შორი კადრით გამჟღავნდა, რომ რობერტ პატინსონის პერსონაჟი ერთ-ერთი იყო ტყუპ ცათამბრჯენში გარდაცვლილთაგან.

4. Coco

მიგელის სახლში დაბრუნება და სიმღერის “Remember Me”-ის შესრულება Coco-სთვის. რასაც Coco-ც აჰყვა, რადგან ახსოვდა მისი მამა ვინც იყო.

5. Jojo Rabbit

ქალაქში თამაშისას, როცა Jojo-მ დედის ფეხსაცმელები აღმოაჩინა და მიხვდა, რომ ის ჩამოახრჩვეს. რის შემდეგაც, Jojo-მ ფეხსაცმლის თასმების შეკვრა სცადა, თუმცა უშედეგოდ.

6. Last Christmas

როდესაც ქეითი მიხვდა, რომ ტომი მთელი დროის განმავლობაში მკვდარი იყო და ოპერაციისას მისმა გულმა გადაარჩინა.

7. The Sixth Sense

კოულის გულახდილი აღიარება დედისადმი თავისი განსაკუთრებული შესაძლებლობებისა და იმის შესახებ, რაც გარდაცვლილ ბებიასთან გასაუბრებას მოჰყვა.

სცენა ფილმიდან შეგიძიათ იხილოთ აქ:

8. I Am Legend

როდესაც უილ სმიტი იძულებული გახდა, რომ ინფიცირების შემდეგ, თავისი ძაღლი მოეკლა. თავისი ერთადერთი მეგობარი.

9. Love Actually

კარენმა საჩუქრის გახსნის შემდეგ, აღმოაჩინა, რომ მისმა მეუღლემ ყელსაბამი სხვა ქალს აჩუქა. მან განმარტოებით იტირა, თუმცა შემდეგ შვილების გამო, თავი ხელში აიყვანა.

10. What to Expect When You’re Expecting

როდესაც ყველაფერი ძალიან მხიარულად მიმდინარეობდა, მაგრამ მოულოდენად, შუა ღამისას როუზის მუცელი მოეშალა.

11. Knives Out

როდესაც მართამ აღმოაჩინა, რომ ჰარლანის სიკცდილის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, თუკი ის, უბრალოდ, 911-ში დარეკავდა.

12. Inside Out

Bing Bong-ის მიერ თავის შეწირვა და სამუდამოდ გაქრობა, რათა ჯოის რილი გადაერჩინა.

13. La La Land

როდესაც მიასა და სებასტიანის ბედნიერი თანაცხოვრების სცენა რეალობამ ჩაანაცვლა, სადაც მია სხვა მამაკაცთან ერთადაა.

14. One Day

როდესაც მიას, ველოსიპედის ჩვეულებრივ ტარებისას, სატვირთო მანქანამ დაარტყა.

15. The Best Man Holiday

როცა ლენსი საკუთარი ცოლისადმი გამოსამშვიდობებელი სიტყვის თქმისას ცრემლმორეული ძირს დაეცა.

16. Parasite

როდესაც ყველაფერი თავდაყირა დადგა. კი-იუნგს კი თავს დაესხნენ და დაბადების დღის წვეულებაზე, ოჯახის თვალწინ მოკლეს.

17. Kingsman: The Golden Circle

როდესაც მერლინმა საკუთარი თავი შესწირა და ფუგასს დააბიჯა, რათა ეგსისა და ჰარის მსოფლიო გადაერჩინათ.

18. Atonement

როცა ბრაიონმა გაამჟღავნა, რომ ყველაფერი რაც მოხდა, მისი გამოგონილი იყო. რეალობაში კი რობი და სესილია დაიღუპნენ და ერთად ბედნიერად არ უცხოვრიათ.

19. Click

როდესაც მაიკლი მიხვდა, რომ საკუთარი ოჯახი ათწლეულების განმავლობაში მიატოვა. ის წვიმაში დაეცა და სიკვდილის წინ ყველას დაემშვიდობა.

წყარო: buzzfeed.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ჩრდილოეთ კორეას Pfizer-ის ვაქცინის ტექნოლოგიის მოპარვაში ადანაშაულებენ

„მცდარ-ბეჭდილ-მძებნი“ – გვერდი, რომელიც ტექსტს შენ მაგივრად გაასწორებს