in , ,

ჩრდილოეთ კორეას Pfizer-ის ვაქცინის ტექნოლოგიის მოპარვაში ადანაშაულებენ

ჩრდილოეთ კორეა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტექნოლოგიის მოპარვას შეეცადა.

ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახური ავრცელებს.  

უცნობია, ბრალდებულმა ქვეყანამ შეძლო თუ არა რაიმე ინფორმაციის მოპოვება.

ადგილობრივი საინფორმაციო წყარო Yonhap-ი იუწყება, რომ სამხრეთ კორეამ შესაძლო თავდასხმის შესახებ დეპუტატებს აცნობა.

საგულისხმოა, რომ ჩრდილოეთ კორეას კორონავირუსის ერთი შემთხვევაც არ დაუდასტურებია. ქვეყანამ თავისი საზღვრები 2020 წლის იანვარში დახურა, ვირუსის ჩინეთში დაფიქსირებიდან მალევე.

წყარო: bbc.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

“დაიწყე აქ” – საბაუნის ახალი კამპანია და უფასოდ სწავლის შესაძლებლობა

19 სევდიანი ეპიზოდი ფილმებიდან, სადაც მოვლენები მოულოდნელი სცენარით განვითარდა