in ,

ილონ მასკის 42 ათასი კოსმოსური თანამგზავრი – რეალური საფრთხეები

მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ილონ მასკი გეგმავს 42 ათასი კოსმოსური თანამგზავრი გაუშვას დედამიწიდან.

ის იმედოვნებს, რომ თანამგზავრები ადამიანებს დედამიწის ნებისმიერ წერტილში სწრაფი ინტერნეტით უზრუნველყოფენ. ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ის ტელეკომუნიკაციების ინდუსტრიის მხოლოდ მცირე პროცენტის მოპოვებას ცდილობს, რომლის ყოველწლიური შემოსავალიც ტრილიონი დოლარია.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თანამგზავრთა დიდმა რაოდენობამ შეიძლება მნიშნელოვანი გავლენა იქონიოს ჩვენს პლანეტაზე. კერძოდ, ისინი შიშობენ, რომ ამან კოსმოსის სამომავლო შესწავლას შესაძლოა საფრთხე შეუქმნას.

თანამგზავრების ნათელი ანარეკლი ასტრონომებისთვის, რომლებიც ასტეროიდებს ეძებენ, ხედვის არეალს უკვე ბლოკავს. ბევრი თანამგზავრის კოსმოსში განთავსებას ათწლეულების განმავლობაში კოსმოსური მოგზაურობის შეჩერებაც კი შეიძლება მოჰყვეს.

Amazon Kupier, OneWeb, China’s Hongyan და სხვა პროექტები ცდილობენ, კონკურენცია გაუწიონ SpaceX-ს და თავიანთი გლობალური ქსელი ჩაუშვან და ამისათვის ასობით ან ათასობით კოსმოსური თანამგზავრი გამოიყენოს.

თუკი ეს პროცესი რეგულაციების გარეშე გაგრძელება, მომდევნო 10 წლის განმავლობაში 100,000-მდე თანამგზავრს მივიღებთ კოსმოსში, რაც კოსმოსის ბლოკირების რისკს მკვეთრად გაზრდის.

წყარო: businessinsider.com

ამავე თემაზე იხილეთ სტატია SpaceX-ი სატელიტური ინტერნეტის შეკვეთების მიღებას იწყებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

რეზიუმე, რომლითაც საოცნებო სამსახურში აგიყვანენ – რა უნდა იცოდე

Netflix-ი ბრიტნი სპირსზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს