სოციალურმა მედია Parler-მა ონლაინსივრცეში დაბრუნება დააანონსა. ვებსაიტი კაპიტოლიუმის აჯანყებასთან დაკავშირებული სკანდალის გამო, ერთი თვით იყო გათიშული.
კომპანიის თქმით, ახალი საიტი მდგრადი, დამოუკიდებელი ტექნოლოგიით არის აგებული და მისი ოპერირება ე.წ. „დიდ ტექნოლოგიებზე“ დამოკიდებული არ არის.
იანვარში Amazon-ის ვებსერვისებმა კომპანიასთან კონტაქტი გაწყვიტეს. ამას Apple-ისა და Google-ის რეაქციაც მოჰყვა, რომლებმაც აპლიკაცია თვიანთი ონლაინმაღაზიებიდან ამოიღეს.
Parler-ი, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, აღმასრულებელი დირექტორის გარეშე იყო. ახლა კი კომპანიას მარკ მეკლერი უხელმძღვანელებს. ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი იყო მას შემდეგ, რაც ჯონ მატცე დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლეს.
NPR-ის თანახმად, Parler-ის პროვაიდერი კომპანია ამჟამად SkySilk-ია.
წყარო: cnet.com
Loading…