in

Apple სისხლიანი შპრიცის ემოჯის Covid19-ის ვაქცინის გამო შეცვლის

Apple-ის დაკვირვებით, სოციალურ ქსელებში შპრიცის ემოჯი Covid19-ის ვაქცინაზე სასაუბროდ ხშირად გამოიყენება. ამიტომ, კომპანიის გადაწყვეტილებით, ემოჯის ახალ ვერსიას სისხლის ეფექტი აღარ ექნება.

როგორც „ემოჯიპედია“ იუწყება, აღნიშნულ „ემოციას“ საზოგადოება ერთ დროს სისხლის დონაციისთვის იყენებდა. თუმცა, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, დღეს მომხმარებელი ნიღბიან ემოჯისთან ერთად იყენებს.

სტატისტიკაზე დაკვირვებით, ნათელია, რომ დეკემბრის შემდეგ შპრიცის ემოჯი შემდეგ სიტყვებთან ასოცირდება: „მოდერნა“, „ვაქცინა“, „კოვიდ-19“, „ფაიზერი“…

წყარო: bbc.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ფარული კამერები, რომლებსაც ვერასდროს დააფიქსირებენ – Amazon-ის 5 ნივთი

clubhouse-ის აპლიკაციის ინტერფეისი

Clubhouse-ი უკვე 8 მილიონჯერ გადმოწერეს