in ,

NASA-ს ლოგოს დიზაინერი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

NASA-ს ლოგოს დიზაინერი, ბრიუს ბლექბერნი, გრაფიკული დიზაინერი, რომლის თანამედროვე და მინიმალისტურმა ლოგოტიპებმა მყარად დაიმკვიდრეს ადგილი ეროვნულ მეხსიერებაში, 1-ელ თებერვალს, 82 წლის ასაკში, კოლორადოში გარდაიცვალა.

ბრიუს ბლექბერნი ცნობილი გახდა NASA-ს „ჭიით“, რომელიც კოსმოსის კვლევის სინონიმად იქცა. მან ასევე შექმნა ამერიკის 1976 წლის რევოლუციის ორასწლოვანი ვარსკვლავი.

თავისი დიზაინერული კარიერის განმავლობაში, რომელიც 40 წელზე მეტს მოიცავს, ბლექბერნმა ისეთი ბრენდების სახეები შექმნა როგორებიცაა: IBM, MOBIL და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი.

თუმცა განსაკუთრებული წარმატება დიზაინერს NASA-ს ლოგოს შექმნამ მოუტანა, რომელიც ტექნოლოგიური მომავლის სიმბოლოდ იქცა.

NASA-ს ლოგოს შექმნა

1974 წელს პატარა დიზაინერული ფირმა Danne & Blackburn-ი ერთი წლისაც არ იყო, როცა NASA-ს კლასიკური ლოგოს რებრენდინგის შეთავაზება მიიღეს. მასზე ვარსკვლავებს გადამყურე პატრიოტული წითელი ნაკერი იყო გამოსახული.

ორიგინალური ლოგოტიპი არ იყო საკმარისად თანამედროვე და ის უფრო ვინტაჟური ხასიათის იყო. 1969 წლის მთვარეზე დაშვების შემდეგ მსოფლიოს ყურადღება NASA-კენ მიემართა.  სწორედ, ამიტომ სააგენტომ გადაწყვიტა უფრო პერსპექტიული გამოსახულება შეერჩიათ.  

NASA-მ ლოგო „ჭია“ 1975 წელს წარადგინა. წითელი ასოების გლუვი მიმდევრობა მალევე იქცა უსაზღვრო კოსმოსური ეპოქის სიმბოლოდ.

წყარო: nytimes.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
პარკინგი

Google Maps-ის ახალი ფუნქციით პარკინგის საფასურს გადაიხდით

ვოისი პირველი არხის ეთერში

„ვოისის“ დაწყებამდე ერთი დღე დარჩა