in

„ვოისის“ დაწყებამდე ერთი დღე დარჩა

ვოისი პირველი არხის ეთერში

მუსიკალური პროექტი „ვოისი“ საქართველოს პირველი არხის ეთერში 20 თებერვალს იწყება.

“ვოისის” ყველა გადაცემა უკვე ჩაწერილია და ყველა მონაწილეც წარდგა უკვე მწვრთნელები წინაშე. გადაცემის ჩაწერას მაყურებელი დისტანციურად – Facebook ჯგუფის მეშვეობით ესწრებოდა.

გადაცემა მაყურებელს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს. მსურველებს შეუძლიათ ჩაწერის პროცესს დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში დაესწრონ. მათი ჩართვა პროგრამა Zoom-ის მეშვეობით ხდება. მაყურებელი დაინახავს სტუდიას, ხოლო სტუდიაში მყოფი ხალხი დაინახავს მაყურებლის გამოსახულებას დიდ ეკრანზე.

ონლაინჩაწერაზე დასწრებისთვის აუცილებელი ოფიციალურ Facebook ჯგუფში გაწევრიანდეთ – The Voice • საქართველოს მაყურებელი, სადაც ყოველი ჩაწერის წინ გაზიარდება ბმული.

დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია, მხოლოდ 100 ადამიანს ექნება შესაძლებლობა დაესწროს გადაცემის ჩაწერის პროცესს. ის, ვინც ვერ მოასწრებს დროულად გადასვლას ბმულზე, შეეძლება სხვა მაყურებლის გასვლის შემთხვევაში, დაიკავოს მისი ადგილი.

“ვოისის” მწვრთნელები არიან: სტეფანე მღებრიშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, ნიაზ დიასამიძე და სალომე კორკოტაშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

NASA-ს ლოგოს დიზაინერი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

Iphone

სმარტფონის კორპუსზე დატანილი Apple-ის სიმბოლო დამატებითი ღილაკია?