in , ,

დაცულია თუ არა თქვენი უსაფრთხოება Clubhouse-ში? – უსაფრთხოების ექსპერტის შეფასება

ბოლო დროის ყველაზე სახელგანთქმულმა და პოპულარულმა პლატფორმამ Clubhouse-მა, მსოფლიოს მასშტაბით ადამიანების ყურადღება ამჯერად მომხმარებლებისთვის არასასიამოვნო მიზეზის გამო მიიქცია – რამდენად არის დაცული რეგისტრირებულ პირთა უსაფრთხოება – ამაზე ჩვენი სტატიის მეშვეობით შეიტყობთ.

აპლიკაციის შესახებ

Clubhouse 2020 წლის აპრილში ჩაეშვა და პანდემიის პირობებში მომხმარებლების დიდი მოწონებაც დაიმსახურა. სოციალურ მედიაში გაწევრება მხოლოდ მიწვევით არის შესაძლებელი და ის iOS-ზე მუშაობს.

აპლიკაციამ მალევე მოიპოვა ისეთი გიგანტი სოციალური მედიის კონკურენტის სახელი, როგორიცაა Facebook-ი.

რამ შექმნა საშიშროება?

ონლაინ პლატფორმის გარშემო ატეხილი აურზაურის მიზეზად უსაფრთხოების არასათანდო ნორმები და აუდიო ჩატების სხვა საიტებზე გადატანის შემთხვევები იქცა.

უსაფრთხოების ექსპერტის გიორგი იაშვილის მოსაზრებიტ, Clubhouses-ის მუშაობის პრინციპი ეწინააღმდეგება, როგორც ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციას, ისე ევროკავშირის სპეციალურ დირექტივას ელექტრონულ საკომუნიკაციო საშუალებებში კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ.

უსაფრთხოება თუ ძირითადი რისკფაქტორები

როგორც აღმოჩნდა, Clubhouse-ის გამოყენებასთან დაკავშრებული რამდენიმე საგულისხმო რისკფაქტორი არსებობს.

კომპანიას, დიდი ალბათობით, არ გააჩნია სათანადო შიფრაცია პირადი მონაცემების დაცვისთვის. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ პლატფორმას, თითქმის, ყველა აუდიოშეტყობინების მოსმენა შეუძლია.

მეორე ფაქტორი, რომელიც არანაკლებ გაურკვევლობას იწვევს არის აუდიო შეტყობინებების შენახვის ვადები და პირობები. Clubhouse-ის მთავარი პარტნიორი ჩინური კომპანია Agora Inc-ია, რომელიც მეტა მონაცემებს ინახავს.

“ეს კომპანია, ჩინეთში მოქმედი რეგულაციების მიხედვით ვალდებულია, ჩინეთის მთავრობას მისცეს წვდომა ნებისმიერ ინფორმაციაზე, რასაც ის მოითხოვს.”

გიორგი იაშვილი უსაფრთხოების ექსპერტი

პირად კონტაქტებზე წვდომა

ექსპერტი ხსნის, რომ დარღვევების ერთი ნაწილი პირადი კონტაქტების წვდომასთან მიმართებით იჩენს თავს.

“მარტივად რომ ვთქვათ – როდესაც მე ვაძლევ წვდომას ჩემს კონტაქტებზე, აპლიკაცია იყენებს ჩემი ყველა კონტაქტის ტელეფონის ნომერს მათი მფლობელების თანხმობის გარეშე – ადგენს, ვის რამდენი მეგობარი ჰყავს უკვე დარეგისტრირებული აპლიკაციაში და ა.შ. ისე, რომ შეიძლება მათ საერთოდ არც იციან Clubhouse-ის შესახებ.”

გიორგი იაშვილი უსაფრთხოების ექსპერტი

იმავე თემაზე შეგიძლიათ იხილოთ: Clubhouse-ის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

NY Times-მა 500 000 წერტილი დაბეჭდა – კორონავირუსით გარდაცვლილი მოქალაქეების აღსანიშნავად

„ნეტფლიქსის“ დაფინანსება – ტოკიოს ანიმეს სკოლაში სწავლის მსურველთათვის