„ნეტფლიქსი“ ანიმეს მოყვარულებსა და შესწავლის მსურველებს საოცარ შესაძლებლობას აძლევს – მათ გადაწყვიტეს, ტოკიოს სკოლაში, Sasayuri Video Training Institute-ში, 10 სტუდენტის სწავლის საფასური სრულად დააფინანსონ.
გარდა იმისა, რომ 6-თვიან პროგრამას კონკურსში გამარჯვებულებს სრულად დაუფინანსებენ, Netflix-ი მათ საცხოვრებელი ხარჯების დაფარვაშიც მიეხმარება.
ძირითადი მოთხოვნები:
- ასაკი – 18-25 წელი;
- სკოლის ატესტატი;
- სასურველია, ცხოვრობდეს იაპონიაში;
- აუცილებელი არ არის იაპონურის სრულყოფილად ცოდნა – სასაუბრო დონეც საკმარისია;
დაფინანსების მსურველთათვის პროგრამაზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 28 თებერვალია. აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ WIT Animator Academy-ის ვებგვერდს.
Loading…