Apple-მა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველად გადაუსწრო Samsung-ს.
კომპანია Gartner-ის თანახმად, Apple-ი სმარტფონების უმსხვილესი მწარმოებელი გახდა 2020 წლის მეოთხე კვარტალში. ამას კი 5G iPhone 12-ის გამოშვებით მიაღწია, რომლის დახმარებითაც კომპანიამ 2016 წლის შემდეგ პირველად გადაუსწრო Samsung-ს.
Apple-მა 79.9 მილიონი iPhone 2020-ის მეოთხე კვარტალში გაყიდა, რაც 14.9%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.
Samsung-მა კი 62.1 მილიონი სმარტფონი გაყიდა იმავე კვარტალში, რაც კომპანიის გაყიდვების 11.8%-იან ვარდნას წარმოადგენს. Xiaomi მოსდევს Samsung-ს 43.4 მილიონი სმარტფონით და Oppo 34.4 მილიონი გაყიდული ტელეფონით.
Gartner-ის მიხედვით, ტელეფონების გლობალურმა გაყიდვებმა 384.6 მილიონი შეადგინა, რაც 5.4%-ით შემცირებას გულისხმობს.
მიუხედავად Apple-ის წარმატებისა, Samsung-ი 2020 წლის ლიდერ კომპანიად რჩება, ჯამში 253 მილიონი გაყიდული ტელეფონით, Apple-ის 199 მილიონ სმარტფონთან შედარებით.
წყარო: cnet.com
Loading…