in

რა არის პრიორიტეტული კარგი ლიდერებისთვის? – კომპანიების მიერ დაშვებული შეცდომები

ახალი MIT SMR აღმასრულებელი სახელმძღვანელო ორგანიზაციების შესაძლებლობებს შეისწავლის. კვლევის შედეგებით დგინდება, რომ კორპორატიული ლიდერებისათვის სწავლა ყველაზე პრიორიტეტულია და სწავლისა და განვითარების (L&D) მცდელობები გლობალური აღმასრულებელი დირექტორების მთავარ საზრუნავს შორის, სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს მიზნად. 

„ნებისმიერმა კომპანიამ, რომელიც წარმატებისკენ მიისწრაფვის, 1990-იანი წლების მკაცრ ბიზნეს გარემოში, პირველ რიგში, უნდა გადაწყვიტოს ძირითადი დილემა: წარმატება ბაზარზე სულ უფრო მეტად დამოკიდებულია სწავლაზე, მაგრამ ადამიანების უმეტესობამ არ იცის როგორ ისწავლოს“

დაწერა ჰარვარდის ბიზნესის სკოლის პროფესორმა, კრის არგირისმა, 1991 წელს.

კრის არგირის სწავლის დილემამ აჩვენა, რომ ორგანიზაციები ორ კრიტიკულ შეცდომას უშვებენ –  პირველი, სწავლებას ვიწრო ჭრილში განსაზღვრავენ და მეორე, ვერ ამჩნევენ, როგორ იბლოკება შინაგანი ქცევა და ეფექტური აზროვნება.

მრავალი ორგანიზაცია თანამშრომელთა სასწავლო საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს. Gallup– ის მონაცემებით, 10 – დან 4 თანამშრომელი მტკიცედ ეთანხმება, რომ მათ აქვთ სწავლისა და ზრდის შესაძლებლობები.

გასული წლის განმავლობაში, L&D გუნდებს, დისტანციურად მუშაობის გამო, პრიორიტეტების შეცვლა მოუწიათ. კომპანიები მიხვდნენ, რომ ახალი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სწავლის ტრადიციული სისტემა შესაცვლელია. MIT SMR- ის აღმასრულებელი სახელმძღვანელო „სამუშაო ადგილის სწავლის მომავალი“ ამ ცვლილებას შეისწავლის და ლიდერების შესაძლებლობებს იკვლევს, რათა სწავლის დილემა გადაიჭრას. მკითხველები წამყვანი სასწავლო კომპანიების ხელმძღვანელების რჩევებით ისარგებლებენ. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

როგორი უნდა იყოს თანასწორთა მწვრთნელი? – პრაქტიკული რჩევები

ტოპ 10 მიგნება გამძლეობის განსამტკიცებლად