in ,

RedMagic -ის ახალი სმარტფონი 165Hz ეკრანით – სპეციალურად „გეიმერებისთვის“

Nubia-ს RedMagic-ისა და ჩინური ტექნიკის გიგანტი Tencent-ის კოლაბორაციით გამოვიდა ახალი სმარტფონი – RedMagic 6 და 6 Pro.

ის ჯერჯერობით მხოლოდ ჩინეთში იყიდება, თუმცა ამ თვის ბოლომდე მას მსოფლიო ბაზარზეც ვიხილავთ.

16 მარტს კომპანია გამოაცხადებს საერთაშორისო გაყიდვების გეგმებს. სმარტფონების განსაკუთრებულობა მათ სისწრაფესა და სიმძლავრეში მდგომარეობს – ბაზარზე ასეთი მონაცემები სხვა არცერთ მწარმოებელს ჯერჯერობით არ აქვს.

‘Qualcomm Snapdragon 888’-ის პროცესორითა და 6.8-ინჩიანი 1080p OLED ეკრანის 165Hz განახლების სიჩქარით. RedMagic 6-ს 17 წუთში იტენება, ხოლო 6 Pro- 38 წთ-ში. Tencent-ი მომხმარებელს გეიმინგისთვის მონაცემების კიდევ უფრო გაუმჯობესებას ჰპირდება.

RedMagic 6-ის ფასი 585$-მდე მერყეობს (3,799 yuan) – 8GB/128GB; RedMagic 6 Pro-ს ფასი კი 1020$-ია (6,599 yuan) – 18GB/512GB.

იხილეთ სხვა საინტერესო ამბები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ალექსანდრე კობერიძის ფილმს ფიპრესის ჯილდო გადაეცა

#ქვიზი – ამოიცნობ თუ არა ქართველ ქალს ფოტოებზე?