in ,

სამსუნგი დასაკეც სმარტფონებს Xiaomi-ს, Google-სა და Oppo-სთვის დაამზადებს

თანამედროვე სმარტფონებში დასაკეცი ეკრანის ვიზუალი დღითიდღე უფრო ტენდენციური ხდება.

Samsung Display-ი ამჟამად დასაკეც ეკრანებზე მუშაობს, Oppo, Xiaomi და Google რომ მოამარაგოს.

ამ პანელების გამოყენებით სმარტფონები გასაყიდად ერთი წლის განმავლობაში ჩაეშვება.

გასულ წელს Oppo– მ დასაკეცი 7.7 დიუმიანი დიზაინი წარადგინა, შემდეგ კი ხელშეკრულება Samsung Display, BOE და Visionox-სთან გააფორმა. წელს კი Samsung Display მისი ერთადერთი პარტნიორია.

Samsung Display

Xiaomi სრულად დასაკეცი სმარტფონების გამოშვებაზე გადადის. გასულ წელს მან წარმოადგინა სმარტფონი 7,92 ინჩიანი ეკრანით, რომელიც Visionox–თან პარტნიორობით შეიქმნა. წელს თავისი პროდუქტისთვის მიზნად ისახავს 8.03 დიუმიანი პანელის გამოშვებას. გარე ეკრანის ზომა კი 6.38 დიუმი იქნება.

Oppo-სა და Xiaomis გარდა, Google-მაც შესთავაზა Samsung Display -ს პარტნიორობა და მორკალული პანელი შექმნა, დაახლოებით 7,6 ინჩის სიდიდით.

კვლევის შედეგებით ელოდებიან, რომ დასაკეცეკრანიანი სმარტფონების გაყიდვები წელს 2,1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც 2020 წელთან შედარებით 203% -იან ზრდას წარმოადგენს.

წყარო: thelec.net

გაეცანით ჩვენს სხვა ამბებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

არდიმ თანამედროვე ციფრული მოთხოვნების შესაბამისი, განახლებული ვებგვერდი წარადგინა

ყვითელი პინგვინი

ველური ბუნების ფოტოგრაფმა ყვითელი ფერის უნიკალური პინგვინი დააფიქსირა