in ,

ვინ არის ახალგაზრდა მილიარდერი, რომელიც Amazon-სა და Facebook-ს უპირისპირდება?

როგორც ცნობილი გამოცემა, Forbes-ი გვიყვება, აპურვა მეტა 34 წლის მილიარდერია, რომელის ბიზნესიც – სურსათის მიწოდების სერვისმა – პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით აღორძინდა. მან კონკურენცია უნდა გაუწიოს თავის ყოფილ უფროსს – Amazon-ის დამფუძნებელსა და მსოფლიოში ყველაზე მდიდარ პერსონას – ჯეფ ბეზოსს.

Instacart–ი – კომპანიაა, რომელიც მეტამ დააფუძნა და კოვიდვითარებისას ნამდვილი გამოცდა ჩააბარა. მიღწეულ წარმატებასთან ერთად, მილიარდერს უამრავი პრობლემა შეექმნა – პროდუქტის რაოდენობის არქონამ მყიდველების აღშფოთება გამოიწვია.

ახალგაზრდა მილიარდერი

აპურვას სტარტაპმა საწყის დაბრკოლებებს გაუძლო და ამჟამად 18 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

ეს გრძელვადიანი თამაშია. საკვები – ყველაზე დიდი საცალო კატეგორიაა მსოფლიოში, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ არის გადასული ონლაინ სივრცეში. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ სამომავლო პერსპექტივებით.

ყველა პროექტის ავტორი

Forbes–ის ცნობით, 2020 წლის შუაპერიოდში Instacart–ს ყოველ შეკვეთაზე 20 დოლარზე მეტი მოგება რჩებოდა. თუმცა საგულისხმოა, რომ კომპანიას არ აქვს საწყობები, მაღაზიები, საყინულეები, სატვირთო მანქანები – ამ ყველაფერს დისტანციური მეთოდით უმკლავდება.

ახალი კომპანიის დამფუძნებელი კონკურენტების მიმართ არც მწვავე განაცხადებს ერიდება:

მთავარი, თუ რატომ თანამშრომლობენ ჩვენთან მსხვილი მოვაჭრეები და არა Amazon-თან, არის ის, რომ ამაზონი მათ ძალიან ცუდად ექცევა

აპურვა მეტა, ასევე, ქმნის სარეკლამო პლატფორმას, რომელიც, მისივე განმარტებით, Facebook-საც კი ჩაუდგება კონკურენტად.

გაეცანი ამბებს სხვა სტარტაპების შესახებ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

რა შეზღუდვა იხსნება და რა რჩება? – #მოკლედ

ლიეტუვამ ქართველი სტუდენტებისათვის სამაგისტრო გრანტების გაცემა დაიწყო