in

საქართველოში დასაქმების ონლაინფესტივალი პირველად ჩატარდება

კორონავირუსმა და ყველაფრის დისტანციურ რეჟიმში გადატანამ კიდევ ერთი სიახლე შემოიტანა. პირველად საქართველოში, დასაქმების ონლაინფესტივალი – „გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ფესტივალი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ჩართულობითა და HR hub–ისა და World Vision საქართველოს ორგანიზებით ტარდება.

ღონისძიების მიზანია დასაქმების ხელშეწყობა და სამსახურის მაძიებლების დამსაქმებლებთან დაკავშირება. დასაქმების ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ოცდაათამდე კომპანია და 200-მდე ვაკანსია – როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ფესტივალი ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის არის განკუთვნილი.

კომპანიებისა და მიმდინარე ვაკანსიების ნახვა კანდიდატებს შეუძლიათ სპეციალურ ბმულზე.

მას შემდეგ, რაც დასაქმების მსურველები შეარჩევენ მათთვის სასურველ ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან, შემდეგ ეტაპზე, ჩაინიშნება ონლაინშეხვედრები დამსაქმებლებთან.

ონლაინშეხვედრები გაიმართება Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.

დარეგისტრირება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Facebook-მესენჯერი, Whatsapp-ი და Instagram-ი შეფერხებით მუშაობს

საქართველოში კორონავირუსი იუბილარია – 1 წელი მსოფლიო პანდემიის მხარდამხარ