ორგანიზაცია Women and Hollywood-ის მონაცემების თანახმად, ქალები კადრს მიღმა ჯერ კიდევ ძალიან მცირედ არიან წარმოდგენილები და რეჟისორების სულ რაღაც 10%-სა და სცენარისტების 19%-ს შეადგენენ.
სტატიაში მოთხრობილ ფილმებში ქალები თანასწორობისთვის იბრძვიან ყველგან, დაწყებული რკინის მაღაროებიდან – დამთავრებული NASA-თი და უმაღლესი სასამართლოთი. ისინი ასევე ფანატიზმს, რასიზმს, ჰომოფობიასა და სხვა სამარცხვინო ცრურწმენებს ეწინააღმდეგებიან.
წარმოგიდგენთ ქალთა უფლებების დაცვის მხრივ გამორჩეულ ჰოლივუდურ ფილმებს:
On the Basis of Sex
On the Basis of Sex-ის მთავარი გმირი ამერიკელი იურისტი და მოსამართლე რუტ ბეიდერ გინსბურგია. ბიოგრაფიული ფილმი მოგვითხრობს ნამდვილ ისტორიას გინსბურგის ჰარვარდში სწავლის პირველი დღეებიდან, 1970-იანი წლების გენდერული დისკრიმინაციის ცნობილ საქმემდე.
Colette
ეს არის ისტორიული ფემინისტურ-ბიოგრაფიული ფილმი, რომელიც 20 წლის კოლეტისა და მწერალი ვილის ქორწილით იწყება. ამას მოსდევს კოლეტის ბრძოლა თავის ნამუშევარზე საკუთრების უფლების მოპოვებისთვის და მისი სექსუალური გათავისუფლება.
Hidden Figures
ოსკარზე ნომინირებული ფილმი Hidden Figures ნამდვილ ამბავს გვიყვება სამი ფერადკანიანი სწავლული ნოვატორების შესახებ, რომლებმაც 1960-იან წლებში კოსმოსურ შეჯიბრში ცენტრალური როლი ითამაშეს. ეს ყველაფერი კი, მათ NASA-ში კოლეგების მხრიდან გამოვლენილი ქალთმოძულეობის პარალელურად შეძლეს.
The Life and Death of Marsha P. Johnson
რეჟისორი დევიდ ფრანსი, ამ დოკუმენტურ ფილმში, LGBTQ საზოგადოების დაუცხრომელი აქტივისტისა და ტრანსგენდერი მარშა ჯონსონის იდუმალ მკვლელობას იკვლევს.
North Country
North Country არის ფილმი ჯოუსი ეიმსის შესახებ, რომელიც მაღაროში მუშაობისას სექსუალური შევიწროების ობიექტად იქცა. თუმცა, ფილმის მთავარმა გმირმა სამუშაოს დატოვებასა და გაქცევას, საკუთარი უფლებების სასამართლოში დაცვა ამჯობინა.
Confirmation
ფილმი ამერიკული ისტორიის ერთ-ერთი ეპიზოდის შესახებ მოგვითხრობს, სადაც რასა, სქესი, და ძალაუფლება მძაფრად გადაიკვეთება.
Set It Off
Set It Off არის ემოციური, სოციალურად ცნობიერი ტრილერი, ოთხი ფერადკანიანი ქალის შესახებ, რომლებიც ჰომოფობიისა და ქალთმოძულეობის გამო ბანკის გაძარცვაზე მიდიან.
A League of Their Own
ეს ფილმი მოგვითხრობს გოგოების ბეისბოლის ამერიკული ლიგის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც 1943 წელს დაარსდა, მაშინ, როცა კაცები მეორე მსოფლიო ომში იბრძოდნენ.
9 to 5
9 to 5 არის კომედიური ჟანრის ფილმი ოფისში მომუშავე ქალთა ჯგუფის შესახებ, რომელიც „სექსისტი, ეგოცენტრული, მატყუარა, ორპირი ფანატიკოსი“ ბოსის ჩამოგდებას ცდილობს.
In A World…
ალტერნატიული კომედია In A World… კეროლის ისტორიას გვიყვება, რომელიც ვოკალის მწვრთნელი და დიალექტის ექსპერტია. ფილმის სცენარისტ-რეჟისორი ლეიკ ბელი ინსტიტუციონალიზებულ ჰოლივუდურ სექსიზმს გვიჩვენებს.
წყარო: esquire.com
Loading…