in ,

დასაკეცი iPhone, შესაძლოა, 2023 წელს გამოჩნდეს

დასაკეცი iPhone

ანალიტიკოსი მინგ-ჩი კუოს აზრით, Apple დასაკეცი iPhone-ის გამოშვებას 2023 წლისთვის უნდა ვარაუდობდეს. კუოს შეფასებით, ტელეფონის ეკრანი 7.5 დუიმიდან 8 დიუმამდე ზომის იქნება.

მრავალი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ Apple-მა დასაკეცი iPhone-ის პროტოტიპი შექმნა, მაგრამ მინგ-ჩი კუოს თქმით, ის ჯერ კიდევ არ არის ოფიციალურად გაშვებული.

კონკურენტ კომპანიებს, როგორებიცაა Samsung, Motorola და Royole უკვე მრავალი დასაკეცი ტელეფონი აქვთ გამოშვებული.

წინასწარი შეფასებით, დასაკეცი iPhone-ის ეკრანი გაშლილ მდგომარეობაში მინი iPad-ის ზომის იქნება.

ჯერ კიდევ უცნობია, თუ ვინ შექმნის დასაკეც ეკრანებს Apple-სთვის. დაუზუსტებელი ინფორმაციის თანახმად, ამისთვის კომპანია LG-სთან და Samsung-თან თანამშრომლობს.  

წყარო: theverge.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

CNN-მა „ხარჩო“ მსოფლიოში საუკეთესო 20 წვნიანს შორის დაასახელა

სამუშაო სივრცეები მათთვის, ვინც სახლიდან მუშაობით დაიღალა