in

სამუშაო სივრცეები მათთვის, ვინც სახლიდან მუშაობით დაიღალა

წელიწადზე მეტია, რაც იძულებულები გავხდით, სამსახური სახლში “გადმოგვეტანა” და საქმეები, რომლებსაც მანამდე ოფისებსა თუ სამუშაო სივრცეებში ვასრულებდით, საშინაო გარემოსთვის მოგვერგო.

მართალია, ეს უკვე ყველასთვის ჩვეულ და ყოველდღიურ რეალობად იქცა, მაგრამ ადამიანების უმრავლესობისთვის, მაინც ორმაგ სირთულედ რჩება.

სიახლე არ იქნება, თუკი ვიტყვით, რომ სახლიდან მუშაობა დამატებით ძალსხმევასა და კონცენტრაციას საჭიროებს. სამუშაო სივრცეში კი საქმეზე კონცენტრირება გაცილებით მარტივია.

შესაბამისად, გთავაზობთ საქართველოში არსებულ საერთო სამუშაო სივრცეებს, სადაც სამსახურისთვის შესაფერის გარემოს აღმოაჩენთ.

ტერმინალი • Terminal

ტერმინალი მულტიფუნქციური საერთო სამუშაო სივრცეა, ინდივიდუალური სამუშაო ადგილით, კერძო ოფისებით, დასასვენებელი სივრცითა და უსადენო სწრაფი ინტერნეტით.

KD4US • King David

KD4US სამუშაო სივრცით უზრუნველყოფას გთავაზობთ. აქ, როგორც საერთო, ისე კერძო საოფისე სივრცეებს ნახავთ.    

რეგუსი • Regus

რეგუსი სამუშაო სივრცის გლობალური პროვაიდერია, რომელსაც ოფისების ქსელი ეკუთვნის. ეს არის გლობალური ინფრასტრუქტურა, რომლის მიზანიც ბიზნესის შესაძლებლობების მხარდაჭერაა.

სივრცე Z • Space Z

სივრცე Z 24 საათის განმავლობაში ღია საერთო სამუშაო სივრცეა.

Impact Hub Tbilisi • იმპაქტ ჰაბ თბილისი

Impact Hub Tbilisi სამუშაო სივრცეს სთავაზობს ყველა აქტიურ, ენერგიულ, მოტივირებულ და სიახლეების მოყვარულ ადამიანებს.

Fabrika • ფაბრიკა

ფაბრიკა საბჭოთა კავშირის დროინდელი ქარხანაა, რომელიც მრავალფუნქციურ ურბანულ სივრცედ გადაკეთდა. ის ადამიანებს საერთო სამუშაო სივრცესაც სთავაზობს.

გაეცანით ჩვენს სხვა რჩევებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
დასაკეცი iPhone

დასაკეცი iPhone, შესაძლოა, 2023 წელს გამოჩნდეს

Instagram-მა ქალთა დღეებთან დაკავშირებით ახალი სტიკერები გამოუშვა