in

ტოპ 10 მიგნება გამძლეობის განსამტკიცებლად

გამძლეობისა და ჩართულობის შესახებ გლობალური კვლევა, მსოფლიოს 25 ქვეყნის მასშტაბით, ADP-ის კვლევის ინსტიტუტმა 2020 წელს ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში თითო ქვეყანაში სულ მცირე ათასი ადამიანი გამოიკითხა, რაც ჯამში, დაახლოებით, 26 000 კვლევის მონაწილეს წარმოადგენს.

კვლევა ორმაგი მიზნის მატარებელია: პირველი, დახმარების გაწევა ლიდერებისთვის, რათა უფრო ჩართულები და გამძლეები გახდნენ, მიუხედავად გასული წლის ძლიერი შემაწუხებელი მოვლენებისა და მეორე, იმ საშუალებების გამოვლენა და იდენტიფიცირება, რომლებითაც ლიდერებს საკუთარ თანამშრომლებში ჩართულობისა და გამძლეობის გაძლიერება შეუძლიათ.

ჩართულობა არის გონების ემოციური მდგომარეობა, რომელიც სამსახურში ადამიანს მაქსიმალურად პროდუქტიულს ხდის. გამძლეობა კი არის ადამიანის შესაძლებლობა, რომ რთულ გარემოებებსა თუ მოვლენებს გაუძლოს, დაბრუნდეს და მათი გათვალისწინებით გააგრძელოს მუშაობა.

კვლევის თანახმად, დასაქმებულთა მხოლოდ 14% იყო სრულად ჩართული და 15% მაღალი გამძლეობით.  

ნდობა ყველაფერია

ჩართულობისა და გამძლეობის ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა არის ნდობა. დასაქმებულები, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ ისინი სრულად ენდობოდნენ ლიდერებს 14-ჯერ უფრო ჩართულები იყვნენ საქმეში და 42-ჯერ უფრო გამძლეები.

ერთი ყველაზე მარტოსული ციფრია

თითქმის, წარმოუდგენელია, რომ ან ჩართული იყო ან გამძლე, როდესაც გუნდის წევრად არ გრძნობ თავს. გამოკითხულებიდან მათ, ვინც აღნიშნეს, რომ გუნდის ნაწილი არიან 2.6-ჯერ უფრო ჩართულები და 2.7-ჯერ უფრო გამძლეები იყვნენ, მათთან შედარებით, ვინც თავს გუნდის ნაწილად არ მიიჩნევდა.

საოფისე სივრცე აუცილებელი არ არის

ვირტუალური დასაქმებულები უფრო ჩართულები და გამძლეებიც კი არიან, ვიდრე ისინი, ვინც ფიზიკურად ოფისში იმყოფებიან ან სამუშაო სივრცეში. ეს სიმართლეს წარმოადგენდა პანდემიამდეც და ახლაც. ვირტუალური დასაქმებულების 20% სრულად ჩართული იყო და 18% კი მაღალი გამძლეობით გამოირჩეოდა. ოფისში მომუშავეებიდან კი 11% იყო ჩართული და 9% გამძლე.

ტექნოლოგიებში ყოფნა კარგი არის

ყველაზე ჩართული ინდუსტრია ტექნოლოგიებია. შესაძლოა იმიტომაც, რომ აქ დასაქმებულები პანდემიამდეც ტექნოლოგიაზე ამყარებდნენ იმედებს თანამშრომლობისა და კავშირისთვის. ტექნოლოგიაში დასაქმებულების 20% სრულად ჩართული არის.

ყველაზე მეტად ექთნები და მასწავლებლები არიან დაზარალებულები

კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე ნაკლებად გამძლე პროფესიები ჯანდაცვა, ჯანდაცვის მხარდაჭერა და განათლებაა. ამის მიზეზად კი გამძლეობასა და ჯგუფის ნაწილად თავის გრძნობას შორის კავშირი უნდა მივიჩნიოთ. საგანმანათლებლო და საექთნო პროფესიები კი გუნდის გარშემო ორგანიზებული პროფესიები ნაკლებადაა.

შეუცნობელი უფრო საშიშია, ვიდრე ცვლილება

გამოკითხული დასაქმებულებიდან მათ, ვინც 5 ან მეტი სამსახურებრივი ცვლილება აღნიშნეს 13-ჯერ უფრო გამძლეები იყვნენ. რაც იმას გულისხმობს, რომ ადამიანები შეუცნობელს უფრო უშინდებიან, ვიდრე ცვლილებას.

თაფლობის თვის ეფექტი დასრულებულია

პანდემიამდე კვლევები აჩვენებდა, რომ ყველაზე უკეთ ჩართული თანამშრომლები იყვნენ ისინი, რომლებსაც კომპანიასთან წელიწადზე ნაკლები ჰქონდა გატარებული. ეს დიდი ალბათობით თაფლობის თვის ეფექტით იყო გამოწვეული.

პანდემიის პირობებში კი ეს ეფექტი გაქრა. ამჟამად, ადამიანებს, რომლებსაც სამსახურში წელიწადზე ნაკლები აქვთ გატარებული ნაკლებად ჩართულები და გამძლეები არიან. სულ რაღაც 14% წარმოადგენს თითოეული მაჩვენებელი. COVID-19-ის დროს დაწყებული მუშაობის მაჩვენებელი კი კიდევ უფრო დაბალია 11% გამძლეობისა და 8% სრული ჩართულობით.

თაობა Z-ის წარმომადგენლები ნაკლებად გამძლეები არ არიან, ვიდრე უფროსები

კვლევის მონაცემები ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ  თაობა Z-ის წარმომადგენელი ახალგაზრდები (18-დან 24 წლამდე) ხელოვნურად თავდაჯერებული და ემოციურად მოწყვლადი ჯგუფია.

ასაკი გამძლეობას არ განსაზღვრავს. ის უმეტეს წილად სირთულეების დაძლევის, გუნდში მუშაობისა და თანამშრომლების ნდობაზეა დამოკიდებული, ვიდრე ასაკზე.

ურთიერთობები გამძლეობას ზრდის

ქალები მამაკაცებზე უფრო გამძლეები არ არიან ან პირიქით. თუმცა, მსოფლიოს მასშტაბით დაოჯახებული ადამიანები უფრო გამძლეები არიან, ვიდრე დასაოჯახებლები.

კვლევამ აჩვენა, რომ დაოჯახებული ადამიანები, რომლებსაც ბავშვები ჰყავდათ უფრო გამძლეები იყვნენ, ვიდრე სხვა კატეგორიებიდან გამოკითხულები.

გამძლეობა და ჩართულობა ფუნქცია-მოვალეობის შესაბამისად იზრდება

რაც უფრო მაღალი პოზიცია უკავია ადამიანს ორგანიზაციაში, მით უფრო გამძლე და ჩართული არის ის. მენეჯმენტის მაღალი საფეხურის წარმომადგენლები სამჯერ უფრო სრულად ჩართულები და ოთხჯერ უფრო გამძლეები არიან, ვიდრე ინდივიდუალური დამხმარეები.

წყარო: sloanreview.mit.edu

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

რა არის პრიორიტეტული კარგი ლიდერებისთვის? – კომპანიების მიერ დაშვებული შეცდომები

Nike: ყველა დედას – ყველაზე მაგარი სპორტსმენები თქვენ ხართ!